თბილისში მარინა სიყვარულის გამო მოხვდა. ის "მგზავრების" სოლისტის გიგი დედალამაზიშვილის მეუღლეა.
გამოფენის თემაც სიყვარულია, უფრო მისი დაგვირგვინება - "ქორწილი". მარინას ობიექტივში თითქმის ყველა უკრაინელი ვარსკვლავი მოხვდა.
სპეციალურად გამოფენისთვის თბილისში ბევრი უკრაინელი სტუმარი ჩამოვიდა.
23 წლის ფოტოგრაფისთვის მარინას ძალიან მდიდარი ბიოგრაფია აქვს, უკრაინის ყველაზე წარმატებული კომპანიების გარდა, მისი კლიენტები არიან "Coca-Cola”, Ralph Lauren.
უკრაინული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები მარინას გოგონა-დღესასწაულს, კეთილ ჯადოქარს და ღვთაებრივ კარპის ეძახიან, ამბობენ, რომ მისი გაცნობის შემდეგ უფრო გალამაზდნენ, რომ მას აქვს უნარი თავი სინდი კროუფორდად გაგრძნობინოს, იმ პერიოდის სინდი კროუფორდად, როცა მას "ვოგის" პირველი გვერდისთვის იღებნენ. მარინა უკრაინის ყველაზე კრეატიულ ფოტოგრაფადაც აღიარეს.
კარპი მხოლოდ ცნობილი ადამიანების პორტრეტების გადაღებით არ გახდა ცნობილი. პირველი აღიარება პროექტით "ჰოტ დოგი" ეწვია, მაშინ მარინას ობიექტივში ძაღლები მოხვდნენ.
საქართველოში ჩამოსვლამდე მარინა კარპი არ იღებდა პეიზაჟებს, როგორც თავად ამბობს, ამის სურვილი მისი გიგიშას ქვეყანამ გაუჩინა.
მასალის გამოყენების პირობები






