დაკრძალვის ცერემონიალი ამ წუთებში მიმდინარეობს.
70 ლიდერს შორის არიან აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტები - ბარაკ ობამა და ფრანსუა ოლანდი, ესპანეთის მეფე ფილიპე IV, პრინცი ჩარლზი, კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდი, ევროკავშირის ლიდერები - დონალდ ტუსკი, ფედერიკა მოგერინი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი და სხვა.
ყველაზე მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი, შიმონ პერეს დაკრძალვაზე პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის დასწრება გახდა. 2010 წლის შემდეგ, ისრაელში ეს მისი პირველი ვიზიტია. მაჰმუდ აბასისა და ისრაელის პრემიერის ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელისჩამორთმევას უკვე უწოდეს ისტორიული.
ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი შიმონ პერესი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, 27 სექტემბერს, კლინიკაში გარდაიცვალა.
ორი კვირის წინ გავრცელებული ცნობით, ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს.
93 წლის პოლიტიკოსი თელ-ავივის მახლობლად მდებარე სააავადმყოფოში ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა.
შიმონ პერესის სურვილი იყო, გარდაცვალების შემდეგ ორგანოების დონორი გამხდარიყო. ოჯახის წევრების განცადებით, მისი თვალის რქოვანა ისრაელის ტრანსპლანტაციის ცენტრს გადაეცემა.
შიმონ პერესი ისრაელის პრეზიდენტის პოსტს 2007-2014 წლებში იკავებდა. ის ასევე, სხვადასხვა პერიოდში ისრაელის თავდაცვის, ფინანსთა, კავშირგაბმულობის, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
1994 წელს შიმონ პერესი ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა.



















მასალის გამოყენების პირობები






