დიმიტრი ქუმსიშვილი აგარაში ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებას დაესწრო
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:49, 30 Sep, 2016     1899
კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა შიდა ქართლის რეგიონში, რომლის შესაქმნელად 4,5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. აგარის ხილის სპირტის საწარმოს გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.

„50 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა აგარაში, ხილის სპირტის ქარხანაში. ეს არის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა, რომლის მშენებლობაც დაიწყო სულ 9 თვის წინ. ინვესტირებულია 4,5 მილიონ დოლარზე მეტი. როგორც აღვნიშნე, 50 ადამიანი დღეს არის დასაქმებული, ხოლო ახალი წლისთვის 60-70 ადამიანი იქნება დასაქმებული. მნიშვნელოვანი აღნიშნული საწარმოს გახსნა იმითაც არის, რომ საწარმო იღებს არაკონდიციურ ხილს და შემდგომ უკვე ამისგან ამზადებს ძალიან მოთხოვნად პროდუქტს - ხილის სპირტსა და ხილის არაყს“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

აგარის ხილის სპირტის საწარმოს მშენებლობა 2016 წელს ქართული ინვესტიციით დაიწყო. კომპანია სარგებლობს იაფი აგროკრედიტის კომპონენტით - სესხის თანხა 600 000 აშშ დოლარს შეადგენს.

საწარმოში მოხდება არასტანდარტული ხილის მიღება, საიდანაც დამზადდება 860–იანი სპირტი. ნაწარმოები პროდუქცია ძირითადად გავა ექსპორტზე - ამერიკაში, ევროკავშირისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. კომპანია ასევე აპირებს საკუთარი ნედლეულით ადგილზე ჩამოასხას სხვადასხვა ხილის არომატების მქონე სპირტიანი სასმელები (არაყი, ბრენდი). რომლის დიდი ნაწილიც ასევე განკუთვნილი იქნება ექსპორტზე გასატანად ზემოთხსენებულ ქვეყნებში.

საწარმოს შესაძლებლობა აქვს დღეში 50 ტონა ხილის მიიღოს და გადაამუშაოს, საიდანაც იწარმოება 3 ტონა მაღალი ხარისხის ხილის სპირტი. საწარმო წელიწადში 5 000 ტონა სხვადასხვა სახეობის ხილს გადაამუშავებს.

კომპანია სამომავლოდ გეგმავს ღვინისგან საკონიაკე სპირტის გამოხდას, რომელიც ასევე საერთაშორისო სტანდარტის იქნება და საექსპორტოდ იქნება გათვალისწინებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42