მონიკა ბელუჩი 52 წლის გახდა - იტალიელი სუპერვარსკვლავის საუკეთესო ფოტოების კოლაჟი
ეს საინტერესოა - 12:16, 30 Sep, 2016     7264
დღეს, 30 სექტემბერს იტლიელი მსახიობი და მოდელი მონიკა ბელუჩი იუბილარია, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე კინოს სამყაროს ლამაზმანი უკვე 52 წლის გახდა, მისი სილამაზე კვლავ თაყვანისმცემლების აღფრთოვანებას იწვევს.

მონიკა ბელუჩი იტალიის ჩრდილოეთით ქალაქ ჩიტა დი კასტელოსი დაიბადა. მისი ოჯახი შოუბიზნესიდან შორს იყო და მონიკაც იურისტობას აპირებდა. ამ მიზნის განსახორციელებლად მან ფოტომოდელობა დაიწყო, თუმცა მისი ეს ნაბიჯი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ იურისპრიდენციაზე უარი თქვა და მთლიანად შოუბიზესში გადაერთო.

1988 წელს მონიკა ბელუჩი მილანში გადავიდა და კონტრაქტი გააფორმა Elite Model Management- თან. უკვე ერთი წლის შემდეგ კი ის უკვე ისეთი სამოდელო „მონსტრებისთვის“ მუშაობს, როგორიცაა Elle და Dolce & Gabbana , რომელთა უცვლელ მუზასაც ამ დრომდე წარმოადგენს.

ბელუჩის დებიუტი იტალიურ კინოში შედგა 1990-იან წლებში. კარიერის პირველ ეტაპზე ეპიზოდურ როლებს იღებდა, თუმცა სიტუაცია შეიცვლა მას შემდეგ, რაც ბელუჩი მიიწვიეს ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში — „დრაკულა“, სადაც დრაკულას პატარძლის როლი შეასრულა. მომდევნო წლებში ფილმში სათამაშოდ მას სხვა კინორეჟისორებიც იწვედნენ. განსაკუთრებულ წარმატებას ბელუჩიმ მიაღწია 1996 წელს, როდესაც ითამაშა ფილმში „ბინა“, სადაც მისი პარტნიორი იყო ვენსან კასელი. ამ ფილმში შესრულებული როლისთვის წარდგენილი იყო სეზარის პრემიაზე ნომინაციაში იმედების მომცემი მსახიობი. სწორედ ამ ფილმის გადაღებებზე გაიცნო მსახიობი ვენსან კასელი, რომელიც მოგვიანებით მისი მეუღლე გახდა. 1997 წელს გამოდის ცნობილი ფრანგული მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმი „დობერმანი“. 1997 წლისათვის ბელუჩიმ ერთბაშად სამ ფილმში მოასწრო თამაში. 1990-იანი წლებში იგი მეტად პოპულარული და მომთხოვნი მსახიობი ხდება. 2000 წელს გამოდის გახმაურებული კინოფილმი „მალენა“. 2001 წელს ფრანგმა კინორეჟისორმა კრისტოფერ განსმა გადაიღო თავისი ცნობილი მძაფრ-სიუჟეტიანი მისტიკური ფილმი „მგლის საძმო“. ერთ წელიწადში ბელუჩიმ მიიღო როლი ცნობილ ფილმში „ასტერიქსი და ობელიქსი-მისია კლეოპატრა“, რომელიც იქცა საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდშემოსავლიან ფილმად. ამავე წელს გამოდის ფილმი „გარდაუვალობა“, სადაც ბელუჩის ისევ და ისევ მის მეუღლესთან მოუწია თამაში. კინოთეატრებში კინო მძიმედ აღიქვეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბელუჩის პერსონაჟს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში სასტიკად აუპატიურებენ. მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე ფილმი „მზის ცრემლები“, სადაც მასთან ერთად ითამაშა ჰოლივუდის სუპერვარსკვლავმა ბრიუს უილისმა. შემდეგ იყო ისეთი ფილმები როგორებიცაა: „ქრისტეს ვნებანი“, „შაითანი“, „დახვრიტე ისინი“, „უკან არ მოიხედო“ და ა.შ. მონიკა ბელუჩი ქორწინებაში იმყოფებოდა კლაუდიო კარლოს ბასოსთან, თუმცა წყვილი ერთმანეთს გაშორდა. 1999-2013 წლებში იყო ფრანგი კინომსახიობის ვენსან კასელის მეუღლე, რომლისგანაც ორი შვილი ჰყავს.ფლობს იტალიურ, ფრანგულ, ინგლისურ და სპარსულ ენებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42