ექიმმა ჰათემა, რომელიც ალეპოში ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოს ხელმძღვანელობს, BBC-ის განუცხადა, რომ ბავშვების დაახლოებით 10 პროცენტს, რომლებსაც ის ყოველდღიურად ხედავს, სხვადასხვა ფსიქიკური პრობლემები აწუხებს.
ექიმის თქმით, აღნიშნული პრობლემები ინტენსიური ავიაიერიშების გამოა, რომელსაც სირიისა და რუსეთის ავიაცია ახორციელებს.
სპეციალისტის განცხადებით, ბავშვების მკურნალობა არსებულ პირობებში შეუძლებელია, რადგან ამისთვის უპირველეს ყოვლისა ფსიქიკური აშლილობის მიზეზები - ავიადარტყმები უნდა აღმოიფხვრას. ექიმი შიშობს, რომ ფსიქიკურად დაავადებული ბავშების რიცხვი გაიზრდება.
ექიმის შეფასებით, სამშვიდობო შეთანხმების დარღვევიდან ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში ყოველდღიურად 30-მდე ბავშვი იღუპება.
შეგახსენებთ, აშშ-სა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმებით, ცეცხლის შეწყვეტის 7 დღიანი რეჟიმის შემდეგ, მხარეები სირიაში მოქმედი ჯიჰადისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ ერთობლივ საჰაერო ოპერაციებს დაიწყებენ.
12 სექტემბრიდან გამოცხადებული ზავი კი რამდენიმე ინციდენტის შემდეგ დაირღვა.
ასადმა სამშვიდობო შეთანხების ჩაშლის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ სირიის ჯარზე დარტყმები განახორციელა.
როგორც ვაშინგტონმა განაცხადა, ავიაერიშები „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებისკენ იყო მიმართული და არა სირიის სამთავრობო არმიაზე. მოგვიანებით ოპერაციაში მონაწილეობა დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ და ავსტრალიამ აღიარეს
ამის შემდეგ დაიბომა ქალაქ ალეპოს რამდენიმე რაიონი. მოგვიანებით კი სირიაში, ალეპოს მახლობლად ჰუმანიტარულ დახმარებით დატვირთული ავტოკოლონა დაბომბეს, რომელიც ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რაიონში მიემართებოდა.
თეთრი სახლის განცხადებით სირიის ქალაქ ალეპოსთან "წითელი ჯვრის" ჰუმანიტარულ ავტოკოლონაზე ავიაიერიშის დროს ჰაერში სუ-24 ტიპის ორი რუსული გამანადგურებელი დაფრინავდა.
მასალის გამოყენების პირობები






