რუსეთი საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს 30 სექტემბერს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
მსოფლიო - 10:56, 30 Sep, 2016     9887
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფ თავის მოქალაქეებს 30 სექტემბერს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვენებულ განცხადებაშია საუბარი.

გაფრთხილება, ალეპოში საბრძოლო მოქმედებების გააქტიურების გამო რამდენიმე ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებს უკავშირდება.

“მოსკოვში ყურადღება მიაქციეს რამდენიმე ორგანიზაციის, მათ შორის ისლამისტური ორგანიზებიების მოწოდებებს, 30 სექტემბერს პარასკევის ლოცვის შემდეგ ე.წ. “მრისხანებისა და პროტესტის მსოფლიო დღის” გამართვის შესახებ ალეპოში საბრძოლო მოქმედებების ახალი ტალღის გამო” - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

"გამორიცხული არ არის, ზოგიერთ ქვეყანაში ექსტრემისტები რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობას შეეცადონ.

ამიტომ რუსეთის საგარეო უწყება მოუწოდებს მოქალაქებს, თავი აარიდონ საპროტესტო აქციების გამართვის ადგილებს" - აღნიშნულია განცხადებაში.

სირიაში, რამდენიმედღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვა.

სირიის სათავრობო ძალები და რუსული ავიაცია ალეპოს დაბომბვას განაგრძობს, რასაც საავადმყოფოების დაზიანება და 250-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.

შეგახსენებთ, რუსეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია გასული წლის 30 სექტემბერს დაიწყო. ვლადიმერ პუტინის თქმით, ოპერაცია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურებოდა. თუმცა საერთაშორისო საზოგადოება მას ბაშარ ასადის მოწინააღმდეგე ოპოზიციის პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებდა.

მარტის დასაწყისში კი, მოულოდნელად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე, სირიიდან რუსული საჯარისო ნაწილების ნაწილობრივ გამოყვანის შესახებ განკარგულება გასცა. მისი თქმით, რუსულმა არმიამ ყველა დასახული ამოცანა შეასრულა, თუმცა სირიაში რუსული ბაზები კვლავ მოქმედებს.

სექტემბრის დასაწყისში აშშ-მა და რუსეთმა სირიაში ცეცხლის შეწყეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

აშშ-სა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმებით, ცეცხლის შეწყვეტის 7 დღიანი რეჟიმის შემდეგ, მხარეები სირიაში მოქმედი ჯიჰადისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ ერთობლივ საჰაერო ოპერაციებს დაიწყებენ.

12 სექტემბრიდან გამოცხადებული ზავი რამდენიმე ინციდენტის შემდეგ დაირღვა.

ასადმა სამშვიდობო შეთანხების ჩაშლის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ სირიის ჯარზე დარტყმები განახორციელა.

როგორც ვაშინგტონმა განაცხადა, ავიაერიშები „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებისკენ იყო მიმართული და არა სირიის სამთავრობო არმიაზე. მოგვიანებით ოპერაციაში მონაწილეობა დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ და ავსტრალიამ აღიარეს

ამის შემდეგ დაიბომა ქალაქ ალეპოს რამდენიმე რაიონი. მოგვიანებით კი სირიაში, ალეპოს მახლობლად ჰუმანიტარულ დახმარებით დატვირთული ავტოკოლონა დაბომბეს, რომელიც ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რაიონში მიემართებოდა.

თეთრი სახლის განცხადებით სირიის ქალაქ ალეპოსთან "წითელი ჯვრის" ჰუმანიტარულ ავტოკოლონაზე ავიაიერიშის დროს ჰაერში სუ-24 ტიპის ორი რუსული გამანადგურებელი დაფრინავდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42