ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი კვლევის თანახმად, სანქციების ქვეშ მოხვედრილმა რუსულმა ფირმებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში მოგების მესამედი და საკუთარი აქტივების ნახევარი დაკარგეს. ასევე, ამ ფირმების თამაშრომლების მესამედი სამუშაო ადგილების გარეშე დარჩა.
კვლევის ავტორების პროგნოზით, რუსეთის სახელმწიფო სარეზერვო ფონდის რესურსი, რითაც დაზარალებული კომპანიების მხარდაჭერა ხორციელდება, ხარჯვის დღევანდელი ტემპების პირობებში, 2017 წლის დასაწყისში მთლიანად უნდა ამოიწუროს.
მათი აზრით, რუსეთის ეკონომიკურ ვარდნაში სანქციებზე არანაკლები წვლილი ნავთობზე ფასების კლებამ და ცუდმა მენეჯმენტმა შეიტანა.
კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ სანქციებით შექმნილმა გაურკვევლობამ, რისკების შემცირების მიზნით, რიგი ინვესტორები აიძულა წასულიყვნენ რუსეთიდან, მათ შორის ისეთებიც, რომელთა ინვესტიციებს კავშირი არ ქონდათ დასავლეთის შავ სიებთან.
რუსეთი, დეზინფორმაციული კამპანიის მეშვეობით ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ სანქციებმა დარტყმა ევროკავშირს და არა რუსეთს მიაყენა. თუმცა კვლევის შედეგებმა აჩვენეს, რომ სანქციების უარყოფითმა გავლენამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკებზე საშუალოდ, მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 0.13% შეადგინა.
EUobserver.com
მასალის გამოყენების პირობები






