30 სექტემბრის ანონსი
ანონსი - 20:33, 29 Sep, 2016     1183

10:00 საათზე - სასტუმრო „ჰოლიდეი ინ”-ში, კრეატიული იდეების სემინარი გაიხსნება.

10:30 საათზე - ,,სილიკონ ველი თბილისის’’ სივრცეში, დასაქმების ახალი, ციფრული პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართება.

მისამართი: ბაგები, ჭავჭავაძის 82 (სამხარაულის სახ. ექსპერტიზის ბიუროს ამოსახვევი)

10:30 საათზე - პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ბლოკის წევრი, “ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანანა ნაჭყებია პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, ფარული ჩანაწერები; პაატა ბურჭულაძის ბლოკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები.

მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.

საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599 72 65 65.

11:00 საათზე - სასტუმრო "რადისონის" მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართება.

საკონტაქტო პირი : ნინი მთვარაძე 598 14 11 51

11:00 საათზე - პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, ”საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ ხელმძღვანელი ალი ბაბევი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა დამოკიდებულება პოლიტიკური სუბიექტების მიმართ; სახელმწიფოს მიდგომა და გამოწვევები არაქართუეროვან მოსახლეობასთან დაკავშირებით; მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები;

მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.

საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599 72 65 65

11:00 საათზე - სასტუმრო “თბილისი-მარიოტში“, CRRC-საქართველოს და ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ორგანიზებით, კვლევის - „უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები მგზავრებისთვის“ შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

11:00 საათზე - სასტუმრო ”ჰუალინგ თბილისში”, "რეგიონალური თანამშრომლობის ცენტრის" (RCC) ორგანიზებით, თბილისის უსაფრთხოების კონფერენცია - "შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწევევები" გაიმართება, რომელსაც ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ გახსნის.

საკონტაქტო პირი: გიორგი თაქთაქიშვილი - 577 73 34 44

11:30 საათზე - "პირველის პრესკლუბში" "ნინო ბუჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის" მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგლა ბარამიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს, მათ შორის ისაუბრებს ჩანაწერებზე და მოლოდინებზე.

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30 საათზე - პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრო ბრეგაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: სკანდალური ინფორმაცია საქართველოში შემოტანილ ათეულ მილიონობით დოლართან დაკავშირებით, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით არეულობის მოსაწყობად სამეგრელოსა და აჭარაში უნდა დაბანდებულიყო.

მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599 72 65 65

12:00 საათზე- პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, ტრისტან წითელაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: სარჩელი სასამართლოში „რუსთავი 2“- ის წინააღმდეგ (რუსული სპეცსამსახურებისთვის საიდუმლო მასალების გადაცემასთან დაკავშირებით).

მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599 72 65 65

12:00 საათზე - "პირველის პრესკლუბში" "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ გვალია არჩევნებიდან კანდიდატურას მოხსნის და საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00 საათზე - ვაკის პარკში ‘’ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების’’ ვაკის #2 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძე ბრიფინგს გამართავს.

12:00 საათზე - ორფოლოს პოლიგონზე სამეთაურო-საშტაბო სწავლების „ფარი 2016“ დახურვის ცერემონიალი გაიმართება.

სწავლების დასრულებას „ფარი 2016“-ში მონაწილე პირად შემადგენლობას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიულოცავენ. სამხედრო სწავლება, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ხელმძღვანელობით, 1 სექტემბერს დაიწყო და ქალაქ სენაკში, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე მიმდინარეობდა.

ღონისძიების გაშუქების მსურველ მედიის წარმომადგენლებს გთხოვთ მობრძანდეთ 11:00 საათზე

მის.: ახალციხე, ორფოლოს პოლიგონის შემოსასვლელი

საკონტაქტო პირი: გიორგი კაჭარავა ტელ.: 577 39 39 13

12:00 საათზე - სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ შუალედურ ანგარიშს წარმოადგენს

12:00 საათზე – ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საგრანტო პროგრამა „სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაცია“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს და დაბრუნებული მიგრანტების უფასო იურიდიული პროექტის პრეზენტაციას წარმოადგენს.

მისამართი: ქალაქ ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი #28

საკონტაქტო ინფორმაცია: გიორგი ზოიძე, 599 291202

12:00 საათზე - თელავში (ერეკლეს მოედანი), სოფლის მეურნეობის მინიტრი ლევან დავითაშვილი ღვინის კვირეულის ფარგლებში გამართულ ღვინის ფესტივალს „თელავინო 2016" გახსნის.

ღონისძიება კახეთის მეღვინეთა გილდიის ორგანიზებითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

საკონტაქტო პირი - თაკო გოდერძიშვილი 577 08 00 87

12:00 საათზე - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრებთან ერთად ეთიკის კოდექსს მოაწერს ხელს. აღნიშნულ დოკუმენტს ხელს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიც მოაწერენ. ქვეყნის მასშტაბით ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში ეთიკის კოდექსს ხელი ერთდროულად მოეწერება.

მისამართი: ცენტრალური საარჩევნო კომისია,

დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი.

12:00 საათზე - სასტურო „ჰოლიდეი ინში“, ჩატარდება კვლევის შედეგების პრეზენტაცია და საჯარო განხილვა საქართველოს უმაღლესი განთლების სისტემის მიერ საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის პერსპექტივების შესახებ. კვლევის შედეგებს წარადგენს PMC კვლევითი ცენტრის მკვლევარი და განათლების ექსპერტი ანა ჟვანია. ღონისძიებას დაესწრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა.

14:00 საათზე - ,,ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან, მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის ივლიანე წულაიას წინააღმდეგ, მთაწმინდის რაიონის მაცხოვრებლები საპროტესტო აქციას გამართავენ.

საკონტაქტო პირი: მარიამ ბაციაშვილი 597 77 49 22

15:00 საათზე - „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ მსოფლიო პოლიციის ასოციაციის IPA-ის ეგიდით საქართველოს პოლიციის ასოციაციას აფუძნებს და დასასწრებად იწვევს სამართალდამცველებს.

მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებელის #61

15:00 საათზე - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საარჩევნო სუბიექტის „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის“ საჩივრის განხილვა გაიმართება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ.

18:30 საათზე - ბლოკ „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ საბურთალოს მე–6 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა კაციტაძე ოლქის მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.

ლოკაცია: ოფიციალური მისამართი – პეკინის 6. (იოსებიძის ქუჩის ბოლოში, კვირიკეს ეკლესიის მიმდებარედ, ფეხბურთის სტადიონთან).

საკონტაქტო ნომერი: 599 55 29 49





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42