დიმიტრი ქუმსიშვილმა „ნუტრიმაქსის“ მაღალტექნოლოგიური საწარმო გახსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:51, 29 Sep, 2016     1916
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აშენებული მაღალტექნოლოგიური კომბინირებული საკვების დამამზადებელი საწარმოს ოფიციალურ გახსნაში მონაწილეობა მიიღო. საწარმოს მფლობელია კომპანია „ნუტრიმაქსი“, რომელმაც ასევე მონაწილეობდა აგროკრედიტის სახელმწიფო პროგრამაში. საწარმოს გახსნაში ასევე მონაწილეობდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კომპანია „ნუტრიმაქსის“ საერთაშორისო პარტნიორები.

ქარხანა კომპანიამ „ნუტრიმაქსი“ ფონიჭალის ზემო დასახლებაში ააშენა. საერთაშორისო სტანდარტების საწარმოს მშენებლობასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში კომპანიამ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ამჟამად საწარმოში დაახლოებით 50 ადამიანია დასაქმებული და ყოველწლიურად 50 000 ტონა ცხოველების, ფრინველებისა და თევზის მაღალტექნოლოგიურ კომბინირებულ საკვებს აწარმოებს.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომპანია „ნუტრიმაქსის“ მიერ განხორციელებული პროექტი დადებითად შეაფასა და დასძინა, რომ „ეს არის კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება ნულიდან წარმატებული საწარმოს ამოქმედება. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის საწარმო, რომლის პროდუქცია ანაცვლებს იმპორტს და ექსპორტზეა ორიენტირებული“. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საწარმოს პროდუქცია საქართველოსა და სომხეთის ბაზარზე უკვე იყიდება. მისი თქმით, „ნუტრიმაქსის“ პროდუქცია ევროსტანდარტებს აკმაყოფილებს და სურვილის შემთხვევაში, მათ ევროპის ბაზარზე შესვლა შეეძლებათ.

კომპანია „ნუტრი მაქსი“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით სარგებლობს, კერძოდ კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ კომპანიას ქალაქ თბილისში, ფონიჭალის ზემო დასახლებაში მდებარე 30,394 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადასცა.

საწარმოსა და პროდუქციის წარმოების მართვის პროცესში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს მსოფლიოში ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელი ლიდერი კომპანია – Trouw Nutrition. აღნიშნული პროდუქციის წარმოების პროცესში Trouw Nutrition-ის მონაწილეობა უზრუნველყოფს ევროპული სტანდარტების დანერგვისა და მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შეთავაზების შესაძლებლობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42