25 წლის წინ მსოფლიო ვარსკვლავური წყვილის კიფერ საზერლენდისა და ჯულია რობერტსის ქორწილს ელოდა.
„ლამაზმანის“ პრემიერის შემდეგ ქორწილიც დაინიშნა, ჰოლივიდურ ქორწილიში 1 500 სტუმარი იყო დაპატიჟებული.თუმცა ქორწილამდე ერთი დღით ადრე ჯულიამ გადაწყვეტილება შეცვალა და საზერლენდის მეგობართან ჯეისონ პატრიკთან ერთან ირლანდიაში გაიქცა.

დაშორებიდან 25 წლის შემდეგ კიფერ საზერლენდმა People-თან ინტერვიუში ყოფილ საცოლეზე საუბრობს და მადლობას უხდის იმ გამბედაობისთვის, რაც მან გამოიჩინა.
საზერლენდის თქმით, დიდი დრო გავიდა და ბუნებრივია რობერტზე ნაწყენი აღარ არის, ამავდროულად, მადლობას უხდის იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მან ქორწილამდე მიიღო:
„მე მეჩვენება, რომ იმ დროს ის საკუთარ თავთან მართალი იყო. ჩვენ ახალგაზრდები ვიყავით და ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, ამიტომაც გადავწყვიტეთ დაქორწინება.
იმ პერიოდში ჯულია მსოფლიოში ალბათ ყველაზე პოპულარული ქალი იყო და მას უდიდესი ძალა დასჭირდა ქორწილის ჩასაშლელად“ – ამბობს საზერლენდი.
მსახიობს ჯეისონ პატრიკის შესახებ არ უსაუბრია.
ჯულია რობერტსისა და კიფერ საზრლენდის ისტორია საფუძვლად დაედო ფილმს "გაქცეული პატარძალი", რომელშიც ჯულია მთავარ როლს თამაშობს.





კიფერ საზერლენდათ დაშორების შემდეგ ჯულია რობერტსის ცხოვრებაში რამდენიმე მამაკაცი გამოჩნდა. 2002 წელს მან კინოოპერატორ დენიელ მოდერზე იქორწინა, რომლისგანაც 3 შვილი ჰყავს.

მასალის გამოყენების პირობები






