სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი აშენდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:44, 29 Sep, 2016     2260
სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი აშენდება. ინვესტორი ქართულ-ირანული კომპანია GEOPARS-ია, რომელსაც პროექტის განსახორციელებლად, შესაბამისი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ, სოფელ სუფსაში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გადაეცა. პრივატიზაციის ხელშეკრულება, GEOPARS-სა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა.

ხელმოწერის ცერემონიას და პროექტის პრეზენტაციას "ქარვასლაში" საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილმა ღონისძიების მონაწილეებს პროექტის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ პროექტს, ისევე, როგორც ყველა მსგავს წამოწყებას, საქართველოს მთავრობის მხრიდან, მაქსიმალური ხელშეწყობა და მხარდაჭერა ექნება.

პრემიერმა, ირანში გასულ წელს, ვიცე-პრემიერის რანგში ოფიციალური ვიზიტი გაიხსენა, სადაც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა გაიმართა. მთავრობის მეთაურის თქმით, სხდომის ერთ-ერთი გადაწყვეტილება, ირანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურება იყო და შედეგიც სახეზეა, რაზეც ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის მშენებლობის უმსხვილესი პროექტი მიუთითებს.

„ამ მასშტაბის პროექტს, რა თქმა უნდა, თან ახლავს დასაქმების ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტი და მოხარული ვარ, რომ, როგორც ამ ეტაპზეა ცნობილი, 800 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეს არის 800 შეძლებული და წელში გამართული ოჯახი საქართველოში, რაც უმნიშვნელოვანესია. რა თქმა უნდა, ეს პროექტი წარმატებით განხორციელდება და მისი შედეგები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე აისახება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მისასალმებელია, რომ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა ისტორიულ „ქარვასლაში“, რომელიც საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობისა და მისი სავაჭრო-სატრანზიტო ფუნქციის სიმბოლური გამოხატულებაა.

„მისასალმებელია, რომ დღეს ჩვენ ვიხილავთ პროექტს, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ფუნქციას და განამტკიცებს საქართველოს როლს რეგიონში, როგორც ახლო აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნებისთვის, ევროპისკენ მიმავალი უმოკლესი მარშრუტისა. ძალიან მისასალმებელია, რომ ვიხილავთ პროექტს, რომელიც ხაზს უსვამს არა მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციას, არამედ საქართველოს, როგორც მწარმოებელი, ინდუსტრიული ქვეყნის, რუკაზე გაჩენის მნიშვნელოვან მოვლენას, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტით. მით უმეტეს, როდესაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, რაც იძლევა განსაკუთრებულ შესაძლებლობებს რეგიონის ქვეყნებისთვის და ამ შემთხვევაში ირანისთვის, რომ შექმნას საქართველოში საწარმოო ზონები, სადაც შემდგომ, ევროპის მიმართულებით ექსპორტის შესაძლებლობები გაჩნდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა მოწვეულ სტუმრებს, კომპანია GEOPARS-ს, ასევე - საქართველოს ელჩს ირანში და ირანის ელჩს საქართველოში, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42