9/11-ის ტერაქტთან საუდის არაბეთის კავშირი - აშშ-ის სენატმა ბარაკ ობამას ვეტო დაძლია
მსოფლიო - 11:10, 29 Sep, 2016     2811

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ბარაკ ობამას ვეტო დაძლია.


საუბარია კანონპროექტზე, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტში დაღუპულთა ოჯახებს საშუალებას მისცემს საუდის არაბეთის ხელისუფლებას მომხდართან კავშირის გამო უჩივლოს.

ბარაკ ობამას 8 წლიანი პრეზიდენტობის მანძილზე, ეს პირველი ვეტოა რომელიც სენატმა დაძლია.

ვეტოს დადებით, ბარაკ ობამა საუდის არაბეთის მიმართ არსებულ ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევდა.

კონგრესის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი ძალაში შევა.

11 სექტემბრის ტერაქტის შემსწავლელმა კომისიამ ძიების პროცესში საუდის არაბეთის მთავრობის მხრიდან ტერორისტული ორგანიზაციის დაფინანსების კვალი ვერ დაადასტურა, თუმცა არ გამორიცხა ზოგიერთი ოფიციალური პირის კავშირი ტერაქტთან.

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებულ ტერაქტებში რიამე როლი.

თეორია, 9/11-თან ერ-რიადის შესაძლო კავშირის შესახებ იმ ფაქტმა განაპირობა, რომ ავიალაინერების გამტაცებელი 19 ტერორისტიდან 15 საუდის არაბეთის მოქალაქე იყო.

მსხვერპლთა ნათესავები ცდილობდნენ საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის, ასევე იმ ბანკებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას, რომლებიც ისლამისტების დაფინანსებაში არიან ეჭვმიტანილი. თუმცა მცდელობა წარუმტებელი აღმოჩნდა, რადგან 1976 წელს მიღებული კანონის თანახმად, აშშ-ში სხვა ქვეყნებს ამერიკული სასმართლოების დევნისგან იმუნიტეტი იცავს.

სენატის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი კი ითვალისწინებს, რომ ხელშეუხებლობით ვეღარ ისარგებლებენ ის ქვეყნები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან აშშ-ის ტერიტორიაზე განხორციელებულ ტერაქტებზე, რის შედეგადაც ხალხი დაიღუპა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42