ლივ შრაიბერი და ნაომი უოტსი
ისინი ერთად 11 წელი იყვნენ. გაყრის შესახებ კი მსოფლიოს 2016 წლის 26 სექტემბერს აცნობეს. მათ ჰყავთ 2 შვილი.

ანჯელინა ჯოლი და ბრეტ პიტი
ერთად 12 წელი იყვნენ, თუმცა ოფიციალურად 2014 წელს დაქორწინდნენ. მათ 6 შვილი ჰყავთ. ბრანჯელინას დაშლის შესახებ მსოფლიომ სექტემბრის თვეში შეიტყო.

ჯონი დეპი და ემბერ ჰერდი
წყვილი ერთად 2012 წლიდან იყო , ოფიციალურად დაქორწინდნენ 2015 წელს გაყრის შესახებ კი 2016 წლის 23 მაისს გახდა ცნობილი.

დრიუ ბერიმორი და უილ კოპელმანი
5 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილმა საზოგადოებას გაყრის შესახებ აუწყა. ბერიმორს და კოპელმანს 2 შვილი ჰყავთ.

გვინეტ პელტროუ და კრის მარტინი
პელტროუმ და კრის მარტინმა ერთად ცხოვრება 2002 წელს დაიწყეს, ერთი წლის შემდეგ კი დაქორწინდნენ. 11 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაყრის შესახებ ცნობა პელტროუმ 2014 წელს გაავრცელა, თუმცა გაყრის პროცესი საბოლოოდ წელს 2016-ში დასრულდა.

ქლოე კარდაშიანი და ლამარ ოდომი
ქლოე და ლამარი 2009 წელს დაქორწინდნენ, შეხვედრიდან ერთი თვის შემდეგ. პირველად გაყრის შესახებ ქლოემ 2013 წელს გამოაცხადა, თუმცა იმის გამო, რომ იმ პერიოდში, ლამარ ოდომმა კლინიკური სიკვდილი განიცადა, განქორწინება გადაიფიქრა. განქორწინება სისრულეში იქნა მოყვანილი 2016 წელს. ქლოემ გაყრის შესახებ განცხადება წელს 26 მაისს შეიტანა.

ჯეიმს მაკევოი და ანა მარი დაფი
მაკევოი და დაფი 2006 წელს დაქორწინდნენ და ერთად თითქმის 10 წელი იყვნენ. წყვილმა 2016 წლის 13 მაისს განაცხადა, რომ მათი გზები გაიყო. გაყრის მიუხედავად ისინი მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ და ზრუნავენ მათ საერთო შვილზე- 5 წლის ბრენდანზე.

ადრიანა ლიმა და მარკო ჯარიკი
ადრიანა ლიმა და სერბი კალათბურთელი 2008 წელს დაქორწინდნენ და ერთად 6 წელი იყვნენ. მათი გაყრის პროცედურა 2 წელი გაგრძელდა და წელს დასრულდა.

მასალის გამოყენების პირობები






