ამერიკული ავიაკომპანიის თვითმფრინავი Delta Airlines-ის მანჩესტერის აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა. მიზეზი კი Samsung-ის აალებული პლანშეტი აღმოჩნდა.
თვითმფრინავი დეტროიტიდან ამსტერდამისკენ მიემართებოდა.
ბორტზე გაჩენილი კვამლის გამო, პილოტები იძულებულები გახდნენ ლაინერი მანჩესტერში დაესვათ.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ახალი Galaxy Note 7 - ის ელემენტი დამუხტვისას ფეთქდებოდა, Samsung - მა სმარტფონი გაყიდვიდან ამოიღო. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, თვითმფრნავებში აღნიშნული სმარტფონი არ აიტანონ.
Samsung-მა ახალი ტელეფონი გაყიდვაში აგვისტოში ჩაუშვა, სექტემბრის დასაწყისში კი გაყიდვების შეჩერება მოუწია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ორი დღის Apple-მა iPhone 7 და iPhone 7 plus-ი წარადგინა, სამსუნგს შერიოზული ფინანსური პრობლემი ემუქრება.
ამ დროისთვის აფეთქებული სმარტფონების რიცხვი 35-ს შეადგენს.
ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეცდომა არა თავად სამსუნგმა, არამედ, იმ კომპანიამ დაუშვა , რომელმაც Galaxy Note 7 - ის ელემენტი დაამზადა.
მასალის გამოყენების პირობები






