აღნიშნულ ტერიტორიას, ავიაკატასტროფის დროს პრორუსი შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ.
საგამოძიებო ჯგუფმა მტკიცებულებებად ფოტო-ვიდეო მასალა, ასევე კონკრეტული საუბრის ჩანაწერები წარადგინა.
გარდაცვლილთა ახლობლების თქმით, გამომძიებლებმა დეტალურად აღწერეს „ბუკის“ ტიპის რაკეტის მარშრუტი, რომელმაც თვითმფრინავი გაანადგურა. გამოძიების თანახმად რაკეტა უკრაინაში რუსეთიდან იქნა შეტანილი და იმავე ღამეს რუსეთში გადაიტანეს.
სოფელ სნეჟოენე, რომელიც დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მდებარეობს, ამჟამადაც პრორუსი სეპარატისტების კონტროლქვეშ იმყოფება.
საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ნიდერლანდების, ავსტრალიის, მალაიზიის, ბელგიისა და უკრაინის წარმომადგენლები. ჯგუფი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მანდატით მოქმედებს.
ჰააგაში საერთაშორისო ჯგუფი გამოძიების შუალედურ შედეგებს ცოტა ხანში გაასაჯაროებს.
შეგახსენებთ, ავიაკომპანია Malaysia Airlines-ის კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა 2014 წლის 17 ივლისს უკრაინის ტერიტორიაზე , დონეცკის ოლქში განიცადა, რის შედეგად 298 ადამიანი, მათ შორის 18 ბავშვი გარდაიცვალა.
დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ლაინერი პრორუსული სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ნასროლმა რაკეტამ ჩამოაგდო. ავიალაინერი “ბუკის” ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებული რაკეტის აფეთქების შედეგად განადგურდა.
რუსი ექსპერტის გამოძიების თანახმად, კი იმ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო ნასროლი.
გასულ წელს, ავსტრალიამ, ბელგიამ, მალაიზიამ, ბრიტანეთმა, ნიდერლანდებმა და უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს საერთაშორისო ტრიბუნალის მოწვევის ინიციატივით მიმართეს, რათა ინციდენტთან დაკავშირებული ყველა პირი პასუხისგებაში მიეცეს, რასაც რუსეთმა ვეტო დაადო.
მასალის გამოყენების პირობები






