დიმიტრი ქუმსიშვილმა ბორჯომში განახლებული სასტუმრო „ფირუზა“ გახსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:51, 28 Sep, 2016     6847
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბორჯომში, ისტორიულ შენობაში განთავსებული სასტუმრო „Golden Tulip Borjomi“ (ყოფილი „ფირუზა“) გახსნა. სასტუმროს ოპერირებას გაუწევს საერთაშორისო მენეჯმენტ-კომპანია „Golden Tulip“, რომელიც “Louvre Hotels Group”-ის ქსელში შედის.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა აღდგენილი სასტუმრო, რომელიც 1892 წელს ირანის კონსულისთვისაა აშენებული და უნიკალური კულტურული ძეგლია არა მხოლოდ საქართველოში. მან მადლობა გადაუხადა ინვესტორ კომპანიას „უორლდფაუნდ იუნივერსალს“ გაწეული საქმიანობისთვის.

„მნიშვნელოვანია, რომ შენობის განახლება-რეკონსტრუქცია მოხდა ყველა იმ პირობის გათვალისწინებით, რომლის საშუალებითაც შენობას შეუნარჩუნდა ისტორიული იერსახე და კულტურული ღირებულება,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. შენობის აღდგენისა და მასში მაღალი კლასის სასტუმროს მოწყობისთვის 2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„სასტუმროში 50-მდე ადამიანი დასაქმდება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენთვის, რადგან სწორედ კერძო სექტორი ქმნის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით ახალ სამუშაო ადგილებს იმ ეკონომიკური პოლიტიკის ხელშეწყობით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისი განცხადებით, მხოლოდ 2013-15 წლებში, საქართველოში 508 განთავსების ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში, რაც ქვეყანაში არსებული სასტუმროების ფონდის ორმოცდაერთი პროცენტია. დღეის მდგომარეობით, ტურიზმსა და მის მომიჯნავე სექტორებში 158 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, საქართველოში დღეს 1200-ზე მეტი სასტუმრო ფუნქციონირებს. „ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი და ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა, თუ როგორ უნდა გავზარდოთ საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა დღეს არსებული 6 მილიონიდან 11 მილიონამდე,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„Golden Tulip Borjomi“-ის სასტუმრო არის 16 ნომრიანი (2 ლუქსი და 14 სტანდარტული ნომერი). სასტუმროს მომსახურეობებში შევა რესტორანი, ფიტნეს დარბაზი, აუზი, საუნა, საპროცედურო ოთახი, სადაც ჩატარდება მასაჟის გარდა სამკურნალო პროცედურები ბორჯომის მინერალური წყლების გამოყენებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42