საქართველო გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში 139 ქვეყანას შორის 59-ე ადგილს იკავებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:01, 28 Sep, 2016     1612
2016-2017 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში 4,32 ქულით საქართველო 139 ქვეყანას შორის 59-ე ადგილს იკავებს. შესაბამისი ანგარიში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. წინა წელთან შედარებით საქართველომ კონკურენტუნარიანობის მხრივ პოზიცია შვიდი საფეხურით გააუმჯობესა.


სიაში პირველ ადგილს 5.81 ქულით შვეიცარია იკავებს. მას მოსდევს სინგაპური - 5.72 ქულით, აშშ - 5.70, ნიდერლანდები 5.57 ქულით და გერმანია 5.57 ქულით.

ბოლო ხუთეულს მალავი, ბურუნდი, ჩადი, მავრიტანია და იემენი წარმოადგენენ.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს, სომხეთი - 79-ზე, თურქეთი 55-ე ადგილზეა, რუსეთი კი 43-აზერბაიჯანი , 37-ზე ადგილზეა.

“ყველაზე გაუმჯობესებული ევრაზიული ეკონომიკა საქართველოსა (შვიდი საფეხურით გადაინაცვლა წინ და 59-ე ადგილს იკავებს) და ტაჯიკეთშია (5 საფეხურით გადაინაცვლა წინ და 77-ე ადგილს იკავებს). ორივე ქვეყანაში მოსალოდნელია, რომ მშპ 2016 წელს 2,5 პროცენტზე მეტით გაიზრდება, რაც ბოლო ათწლეულის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია, თუმცა უფრო მაღალია, ვიდრე ევრაზიის სხვა ქვეყნებში” - ნათქვამია ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42