ფოტოები ინტერნეტში ვრცელდება.



ბრიტანეთში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სირიის სათავრობო ძალების მიერ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილზე იერიშის დაწყებიდან 200-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.
აღნიშნული ინფორმაცია გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელი სტეფან დე მისტურამაც დაადასტურა. მისი მონაცემებით, ბოლო დღეებში ალეპოში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები და ქალები.
სირიის არმიამ ალეპოზე შეტევის დაწყების შესახებ 22 სექტემბერს განაცხადა.
მთავრობამ დაანონსა, რომ აჯანყებულების კონტროლირებად რაიონებში შეტევით ოპერაციებს იწყებს.
რამდენიმე დღის წინ სირიის მთავრობამ მოსახლეობას მოუწოდა, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას მოერიდონ.
12 სექტემბრიდან გამოცხადებული ზავი რამდენიმე ინციდენტის შემდეგ დაირღვა.
ასადმა სამშვიდობო შეთანხების ჩაშლის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ სირიის ჯარზე დარტყმები განახორციელა.
როგორც ვაშინგტონმა განაცხადა, ავიაერიშები „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებისკენ იყო მიმართული და არა სირიის სამთავრობო არმიაზე. მოგვიანებით ოპერაციაში მონაწილეობა დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ და ავსტრალიამ აღიარეს
ამის შემდეგ დაიბომა ქალაქ ალეპოს რამდენიმე რაიონი. მოგვიანებით კი სირიაში, ალეპოს მახლობლად ჰუმანიტარულ დახმარებით დატვირთული ავტოკოლონა დაბომბეს, რომელიც ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რაიონში მიემართებოდა.
ჰუმანიტარული ავტოკოლონა გაეროსა და "წითელი ნახევარმთვარის" სირიული განყოფილების მიერ იყო ორგანიზებული, გაერო-ს წარმომადგენლის ინფორმაციით, 31 სატვირთო მანქანიდან დაზიანებულია 18 მანქანა.
თეთრი სახლის განცხადებით კი, სირიის ქალაქ ალეპოსთან "წითელი ჯვრის" ჰუმანიტარულ ავტოკოლონაზე ავიაიერიშის დროს ჰაერში სუ-24 ტიპის ორი რუსული გამანადგურებელი დაფრინავდა.
სირიის საკითხებში გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელის თქმით, გაერო სირიაში ჰუმანიტარულ მისიას 26 სექტემბრიდან გაანახლებს.
მასალის გამოყენების პირობები






