მალაიზიური МН1-ის კატასტროფა - დღეს, სავარაუდოდ ის წერტილი დასახელდება, საიდანაც ბოინგი ჩამოაგდეს
მსოფლიო - 12:01, 28 Sep, 2016     1701
საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც უკრაინაში “მალაიზიური ავიახაზების” კუთვნილი სამგაზვრო ლაინერის ბოინგ 777-ის კატასტროფის მიზეზებს იკვლევს, დღეს გამოძიების შუალედურ შედეგებს გამოაქვეყნებს.

როგორც BBC იტყობინება, გამომძიებლები სავარაუდოდ დაასახელებენ წერტილს, საიდანაც იმ რაკეტის გაშვება მოხდა, რომელმაც რეისი МН17 კატასტროფით დაასრულა.


საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ნიდერლანდების, ავსტრალიის, მალაიზიის, ბელგიისა და უკრაინის წარმომადგენლები. ჯგუფი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მანდატით მოქმედებს.

ამავდროულად, გამოცემა Guardian-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, დღეს სავარაუდოდ, სოფელ სნეჟნოეს მახლობლად კოორდინატებს დაასახელებენ, რომელსაც ავიაკატასტროფის დროს პრორუსი შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ.

შეგახსენებთ, ავიაკომპანია Malaysia Airlines-ის კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა 2014 წლის 17 ივლისს უკრაინის ტერიტორიაზე , დონეცკის ოლქში განიცადა, რის შედეგად 298 ადამიანი, მათ შორის 18 ბავშვი გარდაიცვალა.

დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ლაინერი პრორუსული სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ნასროლმა რაკეტამ ჩამოაგდო. ავიალაინერი “ბუკის” ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებული რაკეტის აფეთქების შედეგად განადგურდა.

რუსი ექსპერტის გამოძიების თანახმად, კი იმ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო ნასროლი.

გასულ წელს, ავსტრალიამ, ბელგიამ, მალაიზიამ, ბრიტანეთმა, ნიდერლანდებმა და უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს საერთაშორისო ტრიბუნალის მოწვევის ინიციატივით მიმართეს, რათა ინციდენტთან დაკავშირებული ყველა პირი პასუხისგებაში მიეცეს, რასაც რუსეთმა ვეტო დაადო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42