უპრეცედენტო შემთხვევა - მექსიკაში პირველი სამმშობლიანი ბავშვი დაიბადა (ფოტო)
ეს საინტერესოა - 11:13, 28 Sep, 2016     68602
სამყაროს სამმშობლიანი ბავშვი მოევლინა.

Fertility and Sterility - ის ცნობით, მეცნიერების მიერ 2015 წელს დაანონსებული ექსპერიმენტი, რომელიც ხელოვნური განაყოფიერების გზით ბავშვის ორი ქალისა და ერთი მამაკაცის დნმ-ით შექმნას გულისხმობს, წელს განხორციელდა.

აბრაჰიმ ჰასანი, რომლის დნმ-ის უჯრედებში 3 ადამიანი - დედა, მამა და დონორია, ახლა ხუთი თვის არის.

ბავშვის გაჩენის ეს მეთოდი დედიდან შვილზე გენეტიკური დაავადებების გადაცემის თავიდან ასაცილებლად შეიქმნა. ხელოვნური განაყოფიერების მოდიფიცირებულ ვარიანტი, საშუალებას იძლევა მშობლის დნმ-ის დონორი ქალბატონის ჯანმრთელ მიტოქონდრიასთან კომბინაცია მოახდინოს.

ბავშვის მშობლები წარმოშობით იორდანიიდან არიან. ბავშვის დედა ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადების, ლეის სინდრომის მატარებელია. ქალი ფიზიკურად სრულიად ჯანმრთელია, გენეტიკური მუტაციის გამო მას უკვე ორი ბავშვი დაეღუპა, 4 ორსულობა კი შეუწყდა.

წყვილმა, ნიუ იორკში უშვილობის მეცნიერების ცენტრს „ახალ იმედს“ მიმართ, სადაც ექიმი ჯონ ჩანი და მისი გუნდი მუშობს. მეცნიერებმა განაყოფიერების ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც ბირთვის გადაადგულებას გულისხმობს.

მედიკოსებმა 36 წლის დედის კვერცუჯრედიდან ბირთვი ამოიღეს, დონორის ბირთვი გაანადგურეს და მასში დედის ბირთვი მოათავსეს. შედეგად, მათ დედის დნმ-იანი კვერცხუჯრედი და დონორის მიტოქონდრიები მიიღეს. სწორედ, მიტოქონდრიებია ლეის სინდრომის გადაცემის მიზეზი, შესაბამისად, დონორის მიტოქონდრიებით ამის საფრთხე აღმოიფხვრა,

შემდეგ, მეცნიერებმა ხელოვნური განაყოფიერების გზით კვერცხუჯრედი მამის სპერმით გაანაყოფიერეს.

მეცნიერებმა სულ 5 ემბრიონი მიიღეს, მათგან მხოლოდ ერთმა შეძლო ნორმალურად განვითარება. შედეგად კი სრულიად ჯანმრთელი ბიჭი დაიბადა.

ეს მეთოდი აშშ-ში ჯერ არ მიუღიათ, შესაბამისად, ოპერაციის ჩასატარებლად მედიკოსთა ჯგუფი მექსიკაში გაემგზავრა. პირველი სამმშობლიანი ბავშვი სწორედ მექსიკაში გაჩნდა.

გასულ წელს, დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომლის პარლამენტმაც ბავშვის სამი ადამიანის დახმარებით გაჩენის კანონპროექტს მხარი დაუჭირა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42