09:00 საათზე- საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი/ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი და კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, ყულევის ნავთობტერმინალში ორი დამატებითი სარეზერვუარო პარკის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრებიან.
10:00 საათზე - სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ საქართველოში ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება
10:30 საათზე - "პირველის პრესკლუბში" "ქართული ოცნების" წევრი ელისო ჩაფიძე სამომავლო გეგმებსა და მიმდინარე პოლიტიკურ წინასაარჩევნო პერიოდზე ბრიფინგს გამართავს.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00 საათზე- ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში გიგა ბოკერიას და ნიკა მელიას პრესკონფერენცია გაიმართება
11:00 საათზე - ბორჯომი, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ახალი სასტუმროს გახსნის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
მისამრთი: ცხრა აპრილის ქუჩა 48, სასტუმრო „ფირუზა“ (ბორჯომის პარკთან)
11:00 საათზე - "პირველის პრესკლუბში" "ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების" ვაკის მე-2 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძე მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე, ბრიფინგს გამართავს.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00 საათზე - ქ. ზესტაფონში გაიმართება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მაჟრიტარობის კანდიდატის შალვა კიკნაველიძის ერთობლივი შეხვედრა დევნილებთან. შეხვედრების განრიგი:
12:00 საათი. მისამართი: ძველი საავადმყოფოს ტერიტორია ქ. ზესტაფონი უზნაძის ქ. N142ბ
13:00 საათი. მისამართი: ყოფილი პოლიკლინიკა. ასლანიკაშვილის ქ. N1
საკონტაქტო პირი ნინი 595053605
13:00 საათზე - ბაღდათში დიმიტრი ქუმსიშვილი ინოვაციების ახალი ცენტრის გახსნას დაესწრება.
მისამრთი: რუსთაველის ქ. № 68, ცენტრალური ბიბლიოთეკა
14:30 საათზე - ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის თბილისის მუზეუმში (ფიროსმანის ქ.28) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და თიბისი ბანკის დაფინანსებით „ფიროსმანის აღდგენის“ მასშტაბური პროექტის ფარგლებში ნიკო ფიროსმანაშვილის ორი ნამუშევარი რამდენიმე საათით განთავსდება. პროექტი პირველ ეტაპზე ნიკო ფიროსმანაშვილის ორი ნამუშევრის : „თამარ მეფის“ და „შოთა რუსთაველის“ სრულ რესტავრაციას გულისხმობს
16:00 საათზე - თბილისი, ვაკის პარკის მედიათეკაში ბიძინა გეგიძე პედაგოგებს შეხვდება. შეხვედრაზე საუბარი იქნება განათლების რეფორმაზე და არსებულ მდგომარეობაზე.
საკონტაქტო პირი ელენე 598191988
18:00 საათზე - სომხურ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში „ჰაიარტუნ“ შედგება შეხვედრა პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერთან, პაატა ბურჭულაძესთან.
მასალის გამოყენების პირობები






