სააგენტო Anadolu-ს ცნობით, სადაზვერვო სამსახურიდან გათავისუფლებული 52 თანამშრომლის წინააღმდეგ დაწყებულია გამოძიება.
შეგახსნენებთ, 15 ივლისის ღამეს, თურქეთში მომხარი სამხედრო ამბოხის ორგანიზატორად , ანკარა პრეზიდენტ ერდოღანის ოპოზოციონერ , სასულიერი პირს ფეთჰულა გიულენს ამბოხის ორგანიზატორად ასახელებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს. ოფიციალური ვაშინგტონი თავისმხრივ აცხადებს, რომ მზად არის გიულენი თურქეთს გადასცეს, თუკი ოფიციალური ანკარა მისი დანაშაულის მტკიცებულებებს წარადგენს.
თავად გიულენი კი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირს უარყოფს.
ფეთჰულა გიულენი 1999 წლიდან პენსილვანიაში ცხოვრობს.
სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობას 230 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმრავლესობა თავად სამხედროა.
15 ივლისის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს ათასობით სამხედრო, მოსამართლე, პოლიციელი, მასწავლებელი. დაიხურა რამდენიმე მედიასაშუალებაც.
მასალის გამოყენების პირობები






