„ეს არის ნდობა პოლიტიკური კურსის მიმართ, რომელიც რეალურად არის ქვეყნის განვითარების გარანტი“- ქუმსიშვილი
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:23, 27 Sep, 2016     1446
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კასპში, კომპანია „ჰაიდელბერგის“ მიერ ცემენტის ქარხნის მოდერნიზაციის პროექტის პრეზენტაციაზე ჟურნალისტებისთვის განცხადება გააკეთა.

100 მილიონი დოლარის ოდენობის დამატებითი ინვესტიცია კასპში - საინვესტიციო პროექტი, რომელიც კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ ქარხნის სრულ მოდერნიზაციას და კლინკერის წარმოების მშრალი ხაზის მშენებლობას გულისხმობს, დღეს დაიწყო. პროექტის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაში საქართველოს პრემიერ მინისტრმა მიიღო მონაწილეობა.

პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს არის ცალსახა დასტური იმისა, რომ ბიზნესი ენდობა და მხარს უჭერს მთავრობის პოლიტიკურ კურსს, რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკის განვითარებისკენ. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დამატებითი ინვესტიციის დაანონსება ნიშნავს იმას, რომ საქმიან წრეებში არსებობს ქვეყნის სტაბილური განვითარების განცდა და ეკონომიკური ზრდის მოლოდინი. „ეს არის ნდობა პოლიტიკური კურსის მიმართ, რომელიც რეალურად არის ქვეყნის სტაბილურობისა და სწრაფი განვითარების გარანტი,“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე დიდი მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ კასპის ცემენტის ქარხნის მოდერნიზაციისას მოხდება საწარმოს სრული ტექნოლოგიური გადაიარაღება, რაც საბოლოო პროდუქტს ბაზარზე უფრო მეტად კონკურენტუნარიანს გახდის. გარდა ამისა, კასპში დაინერგება მწვანე ტექნოლოგიები. მისი თქმით, საწარმო იქნება ენერგოდამზოგავი, რაც მნიშვნელოვანია პროექტის ხარჯეფექტურობისთვისაც და ასევე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42