დიმიტრი ქუმსიშვილმა DCFTA-ს ფარგლებში გამართულ საჯარო დიალოგში მიიღო მონაწილეობა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:32, 27 Sep, 2016     1505
„ძალიან მნიშვნელოვანია კერძო და საჯარო დიალოგი, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში მიმდინარეობს. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კერძო სექტორს, ასევე დონორ ორგანიზაციებს და ევროპის კავშირს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ამ მიმართულებით“ - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც საჯარო დიალოგი გაიმართა DCFTA-ს ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებისა და მხარდაჭერის საკითხებზე. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი ესწრებოდნენ.

„ეს არის დიალოგი, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურები და კერძო ბიზნესი ერთმანეთს უზიარებენ მიღწევებს, რომლებიც არსებობს ჩვენსა და ევროპის კავშირს შორის, ვსაუბრობთ თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე და ასევე იმ პრობლემატიკაზე, რომლებიც ამ მიმართულებით შეიძლება არსებობდეს. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული. დღეს ასევე განვიხილეთ DCFTA Facility, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად უკვე საქართველოში არის წარმოდგენილი. ეს არის 390 მილიონიანი ფონდი, საიდანაც 50 მილიონი ევროს ნაწილი ქართულ ვალუტაში უკვე შესაძლებელია ჩვენმა მეწარმეებმა აიღონ“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციები, რომლებიც შემდგომში აუცილებელი იქნება ასოცირების პარალელურად, იყოს აბსოლუტურად განჭვრეტადი. „მნიშვნელოვანია კერძო ბიზნესმა იცოდეს, თუ როგორ და რა პერიოდში იქნება ყველა ეს წესი შემოღებული და, შესაბამისად, მათთვის იყოს მაქსიმალური კომფორტი ამ მიმართულებით“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ საჯარო დიალოგს ბიზნესასოციაციების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ევროკავშირის დელეგაციისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრაზე ითქვა, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრების მიზანია კერძო სექტორთან საჯარო დიალოგის ხელშეწყობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი მაქსიმალური ჩართულობა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების პროცესში. პროექტის ფარგლებში მსგავსი ფორმატის შეხვედრების გამართვა საქართველოს რეგიონებშიც იგეგმება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42