კომპანიის წარმომადგენლის, მარიამ ახვლედიანის, განცხადებით, გიუაანი ქართულ ბაზარზე სულ ერთი წელია რაც გამოჩნდა. ქარხანა კახეთის რეგიონში, სოფელ მანავში მდებარეობს. აღნიშნული კონკურსი, მისი პრესტიჟულობიდან და მაღალი დონიდან გამომდინარე, გიუაანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კონკურსის ჟიური საერთაშორისო, მაღალკვალიფიციური სომელიეებით იყო დაკომპლექტებული. სწორედ ამიტომ, ამ აღიარებებსა და ბერლინსა და სეულში მოპოვებულ ჯილდოებს კომპანია კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადაჰყავს.
წარმოგიდგენთ 2015 წლის 3 ივლისიდან - დღემდე მოპოვებულ ჯილდოებს:
2016 წელი სექტემბერი - სეული - აზიის ღვინის დაჯილდოვება - “Decanter Asia Wine Awards 2016 ”
- ვერცხლის მედლები: ქვევრის რქაწითელი, კასრის საფერავი
- ბრინჯაოს მედლები: ქვევრის მწვანე, ოჯალეში, მანავი
2016 წლის ივლისი - გერმანია - “Berliner Wein Trophy”
- ოქროს მედლები: მანავი, საფერავი-კაბერნე
30.06.2016 – 01.07.2016 - სოჭი - რეიტინგ-კონკურსი: „შავი ზღვის ღვინოები 2016“ („შავი ზღვის მეღვინეობის მესამე ფორუმის“ ფარგლებში):
- კასრში დავარგებული საუკეთესო თეთრი ღვინო: ქვევრის მწვანე
03.06.2016 – 04.06.2016 – ღვინის მერვე საერთაშორისო კონკურსი (WinExpo 2016-ის ფარგლებში):
- გრან-პრი: ოჯალეში
- ოქროს მედლები: ქვევრის რქაწითელი, ოჯალეში
- ბრინჯაოს მედლები: ქვევრის მწვანე, კასრის მწვანე, მანავი
03.07.2015 – ღვინის მეშვიდე საერთაშორისო კონკურსი (WinExpo 2015-ის ფარგლებში):
- ვერცხლის მედალი - კასრის საფერავი
კომპანია გიუაანი მადლობას უხდის საზოგადოებას და ჟიურის ყველა წევრს დადებითი შეფასებისთვის.
27.09.2016
###
შპს გიუაანი - კახეთი, მანავი, საგარეჯოს რეგიონი
+995 32 204 00 20
info@giuaani.ge
www.giuaani.ge
მასალის გამოყენების პირობები






