20 წლის ქართველი მოდელი თათია ახალაია ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც Elit Model Look Georgia 2015-ის გამარჯვებული გახდა და მისმა ვიზუალურმა მონაცემებმა სოციალური ქსელები მალევე აალაპარაკა.
ამჟამად, თათიამ მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ჩვენება - Piccione.Piccione დახურა.
Piccione. Piccione -ს ჩვენებაზე თათიამ ორ ლუქი წარადგინა.
მილანის მაღალი მოდის კვირეულზე, თათია ახალაიამ მეორე ჩვენებაშიც მიიღო მონაწილეობა. ქართველი მოდელი მილანში Mila Schön official-ის ახალი კოლექციის ჩვენებაზეც გამოვიდა.
თათია, პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც პარიზის ოტ კუტიურ მოდის კვირეულზე გაიარა.
მაშინ, როდესაც ქართული საზოგადოებისთვის არც ისე ცნობილი იყო, თათიამ პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე მონაწილეობა მიიღო იულია სერგეენკოს ჩვენებასა და ვალენტინ იუდაშკინის შოურუმში. პარიზის შემდეგ იყო რომის მაღალი მოდის კვირეული, სადაც fashion week-ის განმავლობაში 4 ჩვენებაზე გამოვიდა.
პარიზში გადაღებები ჰქონდა ცნობილ ფოტოგრაფებთან, მათ შორის იყო ლაურენტ ჰუმბერტი (Laurent Humberti), რომელიც Vogue-ისა და Elle-ისთვის იღებს. გარდა ამისა, მუშაობდა სელინის ფიტ მოდელად. სწორედ, ფიტ მოდელზე იქნებდა და იკერება კოლექციები.
მასალის გამოყენების პირობები






