საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის ელექტრონული მოდული შეიქმნა.
სამართალი - 16:05, 25 Oct, 2012     487
და დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)  მეშვეობით.  ღონოსძიება გახსნა   ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელმა გიორგი კლდიაშვილმა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის წარმომადგენელმა ქეთევან ვაშაკიძემ.პროექტი მოიცავდა საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა სისტემის ელექტრონული რესურსების მონიტორინგის და სასამართლო სფეროს მუშაობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების ვიზუალიზაციის გზით საქართველოს სასამართლო სისტემის მუშაობის გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების, სასამართლო სისტემაში არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას.  მონიტორინგი  შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლების 41 ორგანოდან ოფიციალური ვებ-გვერდი მხოლოდ 16-ს გააჩნია, რომლებიც ელ-გამჭირვალობის შეფასeბის კუთხით ნაკლებად ინფორმაციულია მომხმარებლისთვის, ხოლო ტექნიკური გამართულობის ინდექსით არ შეესაბამება თანამედროვე ვებ-სტანდარტებს. კვლევამ აჩვენა, რომ ვებ-გვერდებზე ყველაზე ნაკლებად სასამართლოების ფინანსური ინფორმაციაა წარმოდგენილი და ხელმისაწვდომი. ამ პრობლემების გადასაჭრელად, პროექტის ფარგლებში გაიმართა კონსულტაციები სამართლის სპეციალისტებთან, განხორციელდა საქართველოსა და უცხოეთის 11 ქვეყნის შედარებითი ანალიზი და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დაგდინდა საქართველოს სასამართლოების ვებ-გვერდზე პრაქტიკულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის სტანდარტი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა მოახდინა  სასამართლო სტატისტიკის ელექტრონული მოდულის პრეზენტირება,რომელიც მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე:  www. supremecourt.geვებ-გვერდის გასაუმჯობესებლად განხორციელდა სისტემაში არსებული სტატისტიკური და დინამიური ინფორმაციის კატეგორიზაცია და ვიზუალიზაცია,რაც საკმაოდ აღქმადს ხდის დიდი მოცულობის ინფორმაციას და მომხმარებელს მონაცემების ურთიერთშედარების საშუალება ეძლევა.

ნანა ნიაზაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42