განმუხურში, 100 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით, ბოტანიკური ბაღი გაშენდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 20:04, 26 Sep, 2016     1601
განმუხურში, 100 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით, ბოტანიკური ბაღი გაშენდება, თანაინვესტირების ფონდი კი უმაღლესი დონის, 60 მილიონი დოლარის ღირებულების 5-ვარსკვლავიან სასტუმროს ააშენებს - პროექტების პრეზენტაცია დღეს განმუხურში გაიმართა. ღონისძიებას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა პროექტების მნიშვნელობა შეაფასა, რომლებიც ფონდ ,,ქართუ”-სა და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ორივე პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ ნაკადს და მეტ შემოსავალს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.

" ფონდი ,,ქართუს“ დაფინანსებით აქ, 100 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გაშენდება ბოტანიკური ბაღი, რომლის ფარგლებში განხორციელდება 20 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია. ეს არის საქველმოქმედო პროექტი, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. ხოლო თანაინვესტირების ფონდი ააშენებს უმაღლესი დონის 60 მილიონი დოლარის ღირებულების 5-ვარსკვლავიან სასტუმროს. აღსანიშნავია, რომ განმუხურის ბოტანიკური ბაღი არ იქნება მხოლოდ რეკრეაციული ზონა, მისი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია იქნება უნიკალური კოლხური ჯიშებისა და სახეობების გადარჩენა. დარწმუნებული ვარ, მსგავსი პროექტები ანაკლია-განმუხურის ტურისტულ ზონაში მიზიდულობის ახალ ცენტრს გააჩენს და დამატებით სტიმულს მისცემს პოტენციურ ინვესტორებს მეტი ინვესტიციების განსახორციელებლად. ეს ორივე პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ ნაკადს, რაც მეტ შემოსავალს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას. რასაკვირველია, როგორც სასტუმროს, ისე ბოტანიკური ბაღის მშენებლობის პროცესში დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა,” - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 100 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გაშენებული ბაღის კონცეფცია მიზნად ისახავს კოლხური ჯიშებისა და სახეობების კონსერვაციას და შემდგომ პოპულარიზაციას. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მოეწყობა სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიები, რომლებიც საშუალებას მისცემს მეცნიერებს, ჩაატარონ კვლევები და ითანამშრომლონ საერთაშორისო ბოტანიკურ ასოციაციებთან. ბაღის ტერიტორიაზე აშენდება ორანჟერიები, სასათბურე-სანერგე მეურნეობები და მოეწყობა ექსპოზიციები, დამახასიათებელი სხვადასხვა მიკროგარემოს კლიმატისთვის. ბოტანიკურ ბაღში იფუნქციონირებს შემეცნებით-საგანმანათლებლო სკოლა ახალგაზრდებისათვის, რაც მათ საშუალებას მისცემს, უკეთ გაეცნონ და შეისწავლონ ენდემური და იშვიათი ჯიშის მცენარეები. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. პროექტის საინვესტიციო მოცულობა, დაახლოებით, 20 მლნ დოლარს შეადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42