არჩევნები 2016 - ხელისუფლება პოლიციურ კონტროლს, ხოლო სააკაშვილი გამარჯვებას და საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს
პოზიცია - 16:41, 26 Sep, 2016     4456
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაძლიაერებული პოლიციური კონტროლის ქვეშ ჩატარდება? - ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციასა და დაგეგმილ არეულობაზე მორიგი ხმაურიანი განცხადება გააკეთა.

მინისტს არც ამჯერად უსაუბრია კნკრეტულ დეტალებზე, თუმცა აღნიშნა, რომ 8 ოქტომბერს პოლიციელების რაოდენობა თვალშისაცემი იქნება.

”იმისთვის, რომ მოგვიანებით მავანთა მიერ არ მოხდეს არასწორი ინტერპრეტაცია, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ბოლო საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე, არჩევნების დღეს პოლიციელების რაოდენობა უფრო მეტი და თვალშისაცემი იქნება ქუჩაში, თუმცა არა საარჩევნი უბნებში ან უბნების ტერიტორიაზე. ამასთან, ჩვენ განვახორციელებთ უფრო აქტიურ პატრულირებას. რეაგირება იქნება მკაცრი. პირადად მე და შსს-ს მთელი შემადგენლობა არ დავუშვებთ არანაირი დესტაბილიზაციის მცდელობას. ძალადობის ნებისმიერი გამოვლენის დაუყოვნებლივ აღკვეთა მოხდება. გამოვიყენებთ კანონით განსაზღვრულ ყველა ინსტრუმენტს, რათა თავიდან ავიცილოთ ყველანაირი ფიზიკური დაპირისპირება, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, იმ შემთვევაში თუ სქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში ჩამოვა სამართალდამცავები კანონით გათვალისწინებული ნორმების მიხედვით იმოქმედებენ.

მღებრიშვილის მიერ არჩვნებამდე 12 დღით გაკეთებულ განცხადებას საეჭვოდ დაემთხვა „თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრების სკანდალური განცხადება.

გლდანის ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ ბესო კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ”არჩევნების შემდეგ დაგეგმილია სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება. ამ დროს არც მსხვერპლია გამორიცხული”.

კალაძე არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციის მოწყობაში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.

„თავისუფალი ზონის“ სათაო ოფისში კი თქვეს, რომ მათი ყოფილი თანამოაზრეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააშინა.

გამარჯვების იმედი აქვს და არჩევნების შემდეგ საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ,,გუნდის მთავარი კაპიტნის დაბრუნების ეშინია... ჩვენ 5:0-ს მოვიგებთ" -უთვლის სააკაშვილი ივანიშვილს. ივანიშვილი კი აცხადებს, რომ სააკაშვილს არამცთუ საქართველოში ჩამოსვლის, ლიფტში შესვლისაც ეშინია. ,,სად ჩამომსვლელია ეს საცოდავი. ლიფტში ეშინია დაკეტილი სივრცის არ გაიჭედოს. ეგრევე შეიყვანენ იცის ეს კარგად. სად უნდა ჩამოვიდეს, ამას ადგილ-ადგილ საკუთარ გუნდს პირდება, რომ გაამაგროს...“- განაცხადა ივანიშვილმა.

ექსპრეზიდენტი რევანშს გამორიცხავს და ამბობს, რომ სამაგიეროს გადახდა ოცნების ხელისუფლების იქნება ქვეყნის სწრაფი განვითარება. ,,ეს იქნება ისეთი სამაგიეროს გადახდა და ისეთი დასჯა ივანიშვილის, რომ ყველაზე დიდი სიამოვნება მათი გაკვირვებული სახების მერე იქნება - განაცხადა სააკაშვილმა.

პოლიტიკაში სააკაშვილის ფაქტორს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარმა კანდიდატმა. სანდრა რულოვსმა მეუღლის ჩამოსვლა არ გამორიცხა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი გამარჯვებას საქართელოში იზეიმებს.

,,მან წინასწარ იცის რა როგორ მოხდება. მან იცის, რომ გამარჯვებას ჩვენთან ერთად იზეიმებს, ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრაც რომ დასჭირდეს"- მიმართა სანდრა რულოვსმა ზუგდიდში შეკრებილ ამომრჩეველს.

,,თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, ვიმოქმედებთ კანონით გათვალისწინებული ნორმებით" - აცხადებს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.

პირველი პოლიციელის განცხადებებს დღესაც მოჰვა პოლიტიკური შეფასებები. ოპოზიცია გიორგი მღებრიშვილს პოლიტიკური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს.

"დესტაბილიზაციას და ძალადობას თავად ხელისუფლება მიმართავს, ეს არის მათი პოლიტიკური დაკვეთა - განაცხადა თემის კომენტირებისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სერგი კაპანაძემ.

ოპოზიცია შს მინისტრს ურჩევს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩადენილი ძალადობა გამოიძიოს.

"მნიშვნელოვანია რა პოლიტიკური დაკვეთა ექნება ხელისუფლებას და პოლიციას. ამ მომენტისთვის ჩანს, რომ მათი დაკვეთაა, ძალადობა იყოს"- თქვა კაპანაძემ.

ენმ-ში თვლიან, რომ გამუდმებით დეზტაბილიზაციაზე საუბარი ივანიშვილის შიშს უკავშირდება.

"ისინი მარცხდებიან არჩევნებში და მსგავსი მაღალფარდოვანი განცხადებებით რაღაცის მიღწევას ცდილობენ. ყველაზე კარგი პრევენცია მოძალადეების დასჯა იქნება. რომ არ ქონდეს პოლიტიკური დაკვეთა პოლიციას, როგორიც მას კორცხელთან დაკავშირებით ჰქონდა"- აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთმა წევრმა გიორგი კანდელაკმა.

შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა. ირაკლი კობახიძე წარსულში მომხდარ ინციდენტებს იხსენებს და ამბობს, რომ შსს მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული ინციდენტების პრევენციაში.

,,ძალიან მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა ორგანოებმა სათანადო როლი შეასრულონ საარჩევნო პროცესში, როდესაც იყო საუბარი წარსულში მომხდარ ინციტენდებზე, მაგალითად, იგივე კორცხელის ინციდენტზე, იქ არაერთხელ ითქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მეტი ჩართულობა მართებდა და დღეს ეს ასე უნდა მოხდეს, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს ინციდენტების პრევენციაში, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების ფუნქცია და დარწმუნებული ვარ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ფუნქციას სათანადოდ შეასრულებს"- აღნიშნა კობახიძემ.

"ოცნების" აღმასრულებელი მდინავი ყველა თავის გამოსვლაში "თავისუფალი ზონის" ყოფილიწევრების სკანდალურ განცხადებას ახსენებს და კალაძის "აღსარება" მტკიცებით ფორმაში მოჰყავს.

"თავისუფალ დემოკრატებში" კი მიაჩნიათ, რომ შს მინისტრი პოლიტიკური განცხადების ნაცვლად, უნდა მოქმედებდეს.

"არამგონია რომ მსგავსი განცხადებების გაკეთება საჭირო იყოს, ეს სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. არამგონია, რომ მსგავსი განცხადებები თუნდაც პრევენციისთვის იყოს საჭირო. ნორმალურ ქვეყანაში ნორმალური შინაგან საქმეთა სამინისტრო ორიენტირებულია საქმეზე დანაშაულის გამოვლენაზე და რა თქმა უნდა პრევენციაზე. ოღონდ არა მყვირალა, ხმაურიანი განცხადებებით, ყოველდღიური ბრიფინგებით. რომ ყველა უბანში ერთი ბატალიონიი პოლიცია იქნება"- განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

"პაატა ბურჭულაძის" პარტიაში კი აცხადებენ, რომ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას საფრთხეს"ქართული ოცნება" უქმნის.

"აქამდე განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საფრთხე თუ რამე შეიძლება მომდინარეობდეს, ეს არის ხელისუფლება და მათ მიერ მართული ძალები, რომლებიც არიან პორტირებულები ნაციონალური მოძრაობიდან ქართულ ოცნებაში, ძალიან დიდი ეჭვი არსებობს, რომ ხელისუფლება არჩევნებს ჩაატარებს პოლლიციელებით საარჩევნო უბანში და გარეთ ზონდერ-ბრიგადებით რომელთა ნამოღვაწარი ვიხილეთ"- თქვა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ჯანდიერმა.

ბუნებრივია, 8 ოქტომბერს პოლიცია უნდა იყოს მობილიზებული და უნდა იმოქმედოს კანონის ფარგლებში, - ასე გამოეხმაურა „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძე შს მინისტრის განცხადებას.

„როდესაც არის ან მასობრივი გამოსვლა, ან საგანგებო ღონისძიებები, თუნდაც საზეიმო ღონისძიებები ქვეყანაში, მაშინ, რა თქმა უნდა, პოლიცია ვალდებულია, რომ იყოს სერიოზული მობილიზება, იყოს მეტი პოლიციელი ქუჩაში ვიდრე ჩვეულებრივ დღეს. ასე არის არჩევნების დღეც. ეს არის სერიოზული დღე ქვეყნის ცხოვრებაში, როდესაც ხდება ამდენი პოლიტიკური ძალის მობილიზება, როდესაც ხდება ადამიანების ქუჩაში გამოსვლა თუნდაც არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და ახლა ამ დღეს პოლიციამ განსაკუთრებული მობილიზაცია გააკეთოს და განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშაოს, ამაში მე გასაკრიტიკებელს ვერაფერს ვერ ვხედავ. მთავარია, რომ პოლიციელებმა იმოქმედონ კანონის ფარგლებში და არ გადასცდნენ თავისი კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42