TMZ-ის ასევე წერს კიდევ ერთი მიზეზის შესახებაც, რომელმაც ბრანჯელინას დაშორება გამოიწვია, ამჯერად „დამნაშავე“ მხარე ანჯელინა ჯოლია, რომელიც „შეპყრობილი“ იყო სურვილით, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი გამხდარიყო.
გაყრას სათავე ანჯელინა ჯოლის სირიაში მოგზაურობამ ჩაუყარა. ბრედ პიტის თქმით, ისეთ ცხელ წერტილებში წაყვანით, როგორიცაა ლიბანი და ერაყი, ანჯელინა საკუთარი შვილების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებდა .
მიუხედავად იმისა, რომ ანჯელინა ჯოლი ირწმუნებოდა, რომ ყველა პირობა არსებობდა იმისათვის, რომ მათი 6 შვილის უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო, (არსებობდა ჯგუფი, რომელიც სპეციალურად ამას უზრუნველყოფდა), ბრედ პიტის აზრით ეს საკმარისი არ იყო.
მორიგმა ასეთმა მოგზაურობამ სირიაში, წყვილს შორის დაძაბულობის ახალი ტალღა გამოიწვია. ბრედ პიტი მათი შვილების იქ წაყვანას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.
ანჯელინა ჯოლი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან 15 წელზე მეტია, რაც თანამშრომლობს. ის 2001 წლიდან მოყოლებული კეთილი ნების ელჩის მისიას ასრულებს. 2012 წლის აპრილში კი გაეროს ლტოლვილთა საკითხების უმაღლესი კომისარიატის სპეციალურ წამომადგენლად დააწინაურეს.
მასალის გამოყენების პირობები






