რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარიცხად საქართველოში მცხოვრებ თანამემამულეებისთვის 92 სტიპენდიას გამოყოფს.
ამის შესახებ ინფორმაციას "რია-ნოვოსტის" თბილისის ბიურო ავრცელებს.
როგორც განცახდებაშია ნათქვამი, სტუდენტებს უფასო სწავლების პარალელურად, სტიპენდიაც დაენიშნებათ და რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფილი იქნებიან.
აბიტურიენტებს, რომლების აირჩევენ რუსეთის სასწავლებლებს, სახელმწიფო მაგისტრატურასა და ასპირანტურაში ჩაბარების უფლებასაც აძლევს. თუმცა, ამისთვის, მათ რუსულ ენაზე კვლევითი მასალა და პუბლიკაციების ნუხსა უნდა წარადგინონ.
საბუთების ჩაბარება რუსეთის უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად აბიტურიენტებს შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით 10 ივნისამდე შეეძლება, მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველებს კი -15 ივლისამდე.
ის უნივერსიტეტები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უფასო სწავლის საშუალებას აძლევს რუსეთის ფედერაცია, რუსეთის 20-მდე ქალაქშია განთავსებული.
მასალის გამოყენების პირობები






