კურორტი ,,გოდერძის“ პრეზენტაცია - 4 სეზონზე გათვლილი დასასვენებელი ადგილი აჭარაში
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:32, 24 Sep, 2016     1796
კურორტი „გოდერძის“ განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მუშაობა დასრულდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს კურორტის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარუდგინა. დოკუმენტის პრეზენტაციას დაინტერესებული ინვესტორები და ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დოკუმენტზე საერთაშორისო და ქართულმა ორგანიზაციებმა იმუშავეს. სტრატეგიის მიხედვით კურორტი 4 სეზონზე გათვლილი დასასვენებელი ადგილი გახდება აჭარაში. კურორტის განვითარების არეალი - 633.45 ჰა მოიცავს. განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით"გოდერძი" ერთდროულად 7 000 დამსვენებელის მიღებას შეძლებს.

განაშენიანების რეგულირების გეგმით კურორტზე დასასვენებელი, სპორტული და სარეკრაციო ადგილები განისაზღვრა. დოკუმენტი ასევე კურორტზე განსათავსებელი ობიექტების ქალაქმშენებლობით პარამეტრებს, ობიექტების გაბარიტებსა და სიმაღლეს მოიცავს. განაშენიანების გეგმაში ასევე გაწერილია შენობების ადგილი, მათი ფუნქციური დანიშნულება, შიდა გზების კონტური, საინჟინრო-კომუნლაური ინფრასტრუქტურის სქემა. ახალი რეგულირეგის გეგმით კურორტის არსებულ 2 საბაგირო გზას კიდევ 4 დაემატება, მოეწყობა ასევე ახალი სათხილამურო ტრასები.

კურორტის 2017 წლის ბიუჯეტით უკვე განსაზღვრულია ცენტრალური გზიდან კურორტამდე მისასვლელი 500 მეტრი გზისა და შიდა საკურორტო 1 750 მეტრი გზის კეთილმოწყობა.აღნიშნული პროექტები დაახლოებით 4 მლნ. ლარით დაფინანსდება.

,,ჩვენმა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამართა პრეზენტაცია კურორტ გოდერძის განვითარებასთან დაკავშირებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. სულ მალე ჩვენ ვიხილავთ საერთაშორისო დონის კურორტს. დღეს განვიხილეთ პროექტები, ვისაუბრეთ მათ მნიშვნელობაზე. წარდგენილია ახალი სასტუმრს მშენებლობის კონკრეტული გეგმები, ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარების, გაზიფიკაციის, ზოგადად ტერიტორიის კეთილმოწყობის გეგმებიც. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონის ეკონომიკის გაძლიერებას და მთაში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს. კურორტი „გოდერძი“ საერთაშორისო დონის კურორტი გახდება,რომელიც აქტუალური იქნება წლის ოთხივე სეზონზე" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

კურორტ გოდერძის განვითარების სტრატეგიის მიზანია:

• კომპლექსურად განვითარებული კურორტი. გააზრებული, პრაქტიკულად განხორციელებადი გეგმით

• რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება

• ინვესტიციების მოზიდვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნა

• აჭარაში ტურისტული სეზონის გახანგრძლივება

• მაღალმთიან რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42