ავტობუსის მძღოლები დილაობით, სამედიცინო შემოწმებას გაივლიან
საზოგადოება - 21:55, 23 Sep, 2016     7170
ავტობუსის მძღოლები ყოველ დილით სამედიცინო შემოწმებას გაივლიან - ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მუმლაძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”ჩემი კითხვის” ეთერში განაცხადა.

მუმლაძის თქმით, დედაქალაქში გახშირებულია ავტობუსების ავტოსაგზაო შემთხვევები.

”დედაქალაქში ასეთი მასშტაბის შემთხვევა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ ყოფილა. პირველი შემთხვევა, როცა ავტობუსი შევარდა სასტუმროში. მერიამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა, დაზარალებულების მკურნალობა თავის თავზე აიღო. რაც შეეხება ავტობუსს, ის ტექნიკურად გამართული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსები არის მოძველებული, ის ხაზზე ვერ გამოვა, თუ არ შემოწმდა. ტექნიკოსი ამოწმებს ავტობუსს და გადის მარშრუტზე. ავსტობუსი, რომელიც მზად არ არის მგზავრების მომსახურეობისთვის ჩერდება და შესაბამის პროცედურას გადის” - აცხადებს მუმლაძე.

მისი თქმით, მძღოლმა აუცილებელია წარმოადგინოს ჯანმრთელობის ცნობა, რადგან იყო შემთხვევა, როცა მძღოლს დაემართა ინფარქტი. მუმლაძის განცხადებით, მძღოლების სამედიცინო შემოწმების საკითხი მთავრობის სხდომაზე იქნა გადატნილი და დამტკიცდა, რომ მძღოლებს ექიმები შეამოწმებენ, ,,სამი ბაზა გვაქვს სულ და სამივეში გვეყოლება ექიმი, რომლებიც რეისში გასვლამდე ყველა მძღოლს შეამოწმებენ”, - აღნიშნა მუმლაძემ.

მუმლაძე არ გამორიცხავს, რომ თბილისის მერიამ მიკროავტობუსების მძღოლების კონტროლიცდაიწყოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42