მოძრაობა „22kill“-მა, რომელიც ვეტერანების მხარდასაჭერად შეიქმნა, შემოდგომაზე ფლეშმობი #22PushupChallenge -ი დაიწყო. აქციის არსი მდგომარეობს შემდეგში: ყველა მსურველმა აზიდვები უნდა გააკეთოს და ამის ვიდეო გამოაქვეყნოს. მიზანი არის ის რომ აზიდვების რაოდენობამ მთლიანობაში 22 მილიონი შეადგინოს. მსოფლიო აქციას ბრიტანელი ცნობილი ადამიანებიც შეუერთდნენ- მსახიობი ჯეისონ სტეტჰემი, ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი და რეჟისორი გაი რიჩი.
„22 აზიდვა 22 დღის განმავლობაში 22 სამხედრომოსამსახურის პატივისმისაგებად, რომლებიც თავის სიცოცხლეს ყოველდღე რისკის ქვეშ აყენებენ. მე პირველ დღეს ეს 22 ათასი ფუტის სიმაღლეზე გავაკეთე“- ასეთი კომენტარი გაუკეთა თავის პირველ ვიდეოს რეჟისორმა გაი რიჩიმ და აღნიშნულ აქციაზე გამოწვევა ჯეისონ სტეტჰემსა და დევიდ ბექჰემს გაუგზავნა. ბრიტანელი ვარსკვლავები გამოწვევას დათანხმდნენ და ინსტაგრამზე შესაბამისი ვიდეოებიც ატვირთეს.
რიცხვი 22 ფლეშმობის სიმბოლო შემთხვევით არ გამხდარა. სამწუხაროდ ის საშინელ სტატისტიკას ასახავს, რომლის მიხედვითაც ყოველდღიურად 22 ვეტერანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს ომში მიღებული ტრავმებისა და ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნების წარუმატებელი მცდელობის გამო.
მასალის გამოყენების პირობები






