"თავისუფალი სიტყვა" გლდანის საპყრობილეში წამებით გარდაცვლილ პატიმარზე წერს
საზოგადოება - 14:15, 08 May, 2013     1776

 


გამოცემა წერს, რომ გლდანის საპყრობილის საავადმყოფოში გარდაცვლილი ქობულეთელი პატიმრის, 39 წლის ზურაბ დელიანიძის ოჯახი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს და აცხადებს, რომ გარდაცვლილი სასტიკადაა ნაწამები:

 

"გარდაცვლილის გვამს გარეგანი დათვალიერებით აშკარად ეტყობა მძიმე ფიზიკური ზემოქმედების კვალი. გადატყავებული აქვს იდაყვები და სხეულზე მრავლობითი სისხლჩაქცევები აღენიშნება. დაზიანებები აქვს ზედა და ქვედა კიდურებზე, ზურგზე, კუდუსუნის მიდამოებში, ნეკნებსა და სხვა ადგილებში.

 

"სასტიკადაა ნაწამები. წიხლებითაა ნაცემი. ჩემი ქმარი ვერ ვიცანი, ისე იყო დასიებული. ვერ ვიცანი, როცა გვამი გადმომცეს. ვამბობდი, რომ ეს ჩემი მეუღლე არაა–მეთქი. სანამ არ დამიდასტურეს, რომ ეს ჩემი მეუღლეა არ მჯეროდა, ისე დავიბენი. საპატიმროს წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ გულით გარდაიცვალა, მაგრამ ეს გამორიცხულია რადგანაც აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი იყო," – აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე ქეთინო ბერიძე.

 

ბერიძის განცხადებით, რომ საპყრობილეს ადმინისტრაციამ თავდაპირველად მას მეუღლის გარდაცვალების ფაქტიც კი დაუმალა, მოგვიანებით კი განუცხადეს, რომ მისი მეუღლე პირველ მაისს გარდაიცვალა.

 

"ჩემი მეუღლე უფრო ადრეა გარდაცვლილი. გვამი საშინელ დღეშია, შეიძლება ითქვას, რომ გახრწნა დაწყებულია აქვს. ვვარაუდობთ, რომ მინიმუმ ერთი კვირის გარდაცვლილი მაინც იქნება და ამის შესახებ საპყრობილის ადმინისტრაციამ დამალა," – აცხადებს ბერიძე.
ამ ფაქტთან დაკავშირებით დელიანიძეების ოჯახი გაჩუმებას არ აპირებს და დამოუკიდებელ ექსპერტიზას ითხოვს. ოჯახმა ფაქტზე რეაგირებისთვის სახალხო დამცველს უკვე მიმართა.

 

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ,ისინი ფაქტთან დაკავშირებით საქმის ყურში არიან და სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში აპირებს უახლოეს საათებში მივიდეს გარდაცვლილის ოჯახში.

 

დელიანიძე სასჯელს მარიხუანას უკანონო შენახვისთვის იხდიდა, რის გამოც 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. სტატია "თავისუფალმა სიტყვამ" 2012 წლის მაისში გამოაქვეყნა, გამოძიება კი ამ დრომდე არ ჩატარებულა და არც ექსპერტიზის პასუხი გახმაურებულა.

 

წყარო და სხვა ფოტოები ამ ბმულზე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42