,,საქართველოს რკინიგზა" ახალ ტექნოლოგიებზე გადადის - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსტეტის ახალი პროექტი
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:44, 23 Sep, 2016     1327
,,საქართველოს რკინიგზა" და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ციფრული ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობას იწყებენ. ურთიერთობის კომუნიკე ,,საქართველოს რკინიგზის’’ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა გააფორმეს.

კომუნიკეს ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აქტიურად ჩაერთვება ,,საქართველოს რკინიგზის" ციფრულ ტექნოლოგიებზე გადაყვანის პროცესში, კერძოდ ,,სილიკონ ველი თბილისის" ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გადაამზადებს ,,საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლებს და ასევე მონაწილეობას მიიღებს ,,საქართველოს რკინიგზაში’’ მართვის სხვადასხვა საერთაშორისო ციფრული სისტემის დანერგვის პროცესში.

,,საქართველოს რკინიგზის’’ გენერალური დირექტორის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ბიზნესისა და განათლების სფეროს თანამშრომლობა არის სრულიად ახალი მიდგომა, რაც ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების მომზადებასა და დასაქმებას ტექნოლოგიების სფეროში. თანამშრომლობის ეს მოდელი ხელს შეუწყობს ქვეყანას გახდეს ტექნოლოგიებისა და განათლების იმპორტიორი რეგიონში.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის მიხეილ ბატიაშვილის თქმით, გაფორმებული კომუნიკეს ფარგლებში უნივერსიტეტი აქტიურად ჩაერთვება ,,საქართველოს რკინიგზის’’ გლობალური მართვის ციფრული სისტემის დანერგვის პროცესში, გადაამზადებს კადრებს, ასევე უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ ,,საქართველოს რკინიგზის’’ სხვადასხვა პროექტებში.

კომუნიკე ასევე ითვალისწინებს უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ერთობლივი ლექცია-სემინარებისა და სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებას.

,,საქართველოს რკინიგზისა’’ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პრაქტიკული თანამშრომლობა მომავალი კვირიდან დაიწყება.

,,სილიკონ ველის’’ მგზავრთა გადაყვანის მომსახურებისთის 2016 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაფორმდა 500 მილიონი დოლარის ხელშეკრულება ,,Stadler’’-ის სამგზვრო მატარებლების შეძენის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ,,სილიკონ ველზე’’ მოძრავი ,,Stadler’’-ი წელს საქართველოში შემოყვანილი მატარებლების ანალოგია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42