თელავის მუნიციპალიტეტში იყალთოს ქვევრის სკოლა-სახელოსნო გაიხსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:46, 23 Sep, 2016     1446
22 სექტემბერს, ქართული ღვინის კვირეული თელავის მუნიციპალიტეტში, იყალთოს ქვევრის სკოლა-სახელოსნოს გახსნის საზეიმო ღონისძიებით დაიწყო. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სიმბოლურია, რომ ქართული ღვინის კვირეული ქვევრის სკოლა-სახელოსნოს გახსნით დაიწყო, რადგან ქვევრი და ღვინო ერთმანეთისგან განუყოფელია, ქართული კულტურისა და ტრადიციების ნაწილია.

„მოხარული ვარ, რომ ქვევრის სკოლა-სახელოსნოს დაარსების პროექტი მთავრობის, ეკლესიის, ადგილობრივი ხელისუფლების და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობით, ერთ წელიწადში რეალობად იქცა და დღეს, ყველა ჩვენგანი ამ მნიშვნელოვანი ამბის თანამონაწილენი ვართ. მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი სექტორის, მათ შორის მეღვინეობის განვითარება უნდა მოხდეს კომპლექსში. შესაბამისად, ქვევრის სკოლა-აკადემია ქვევრის ღვინის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს. თითქმის მთელი მსოფლიო აღიარებს რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. ქვევრის ღვინო კი, არის უნიკალური მარგალიტი, რომელიც ქართულ ღვინოს მსოფლიო ბაზარზე განსხვავებულ და განსაკუთრებულ ადგილს უმკვიდრებს. 2013 წელს ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკომ არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭა, რაც ძალიან დიდი აღიარებაა მთელი საქართველოსთვის. სწორედ ეს აღიარება არის დიდი პასუხისმგებლობა. ქვევრის წარმოების ტრადიციულ მეთოდებს სჭირდებოდა გადარჩენა და ქვევრის სკოლა-აკადემია სწორედ ამის შესაძლებლობას მოგვცემს. კარგი ქვევრი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომ კარგი ქვევრის ღვინო იწარმოებოდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ქვევრის ხარისხი შევინარჩუნოთ და ავიყვანოთ მაღალ დონეზე, გვქონდეს განსაკუთრებული სტანდარტები და დამოკიდებულება ამის მიმართ. ქვევრის ღვინო ჩვენი საგანძურია და იმისათვის, რომ ეს უნიკალურობა არ დაგვეკარგოს, მნიშვნელოვანი იყო შეგვექმნა ისეთის ინფრასტრუქტურა, სადაც საფუძველი ჩაეყრება ქვევრის კვლევის, დახვეწისა და წარმოების განვითარებას. ეს მოგვცემს საშუალებას, მეღვინეობის მიმართულებით ხმამაღალი სიტყვა გვეთქმოდეს მსოფლიოში“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის ინიციატივით დაარსებული ქვევრის სკოლა-სახელოსნო მიზნად ისახავს ქვევრის დამზადების ტრადიციული, უძველესი მეთოდების აღდგენა-შენარჩუნებას, ასევე სოფელ იყალთოს ისტორიულ-კულტურული და ტურისტულ-საგანმანათლებლო პოტენციალის განვითარებას.

სკოლის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა აღნიშნა, რომ სკოლა-სახელოსნოს აშენება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა სოფლის მეურნეობის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ასევე კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა და მხარდაჭერა. მეუფემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს და დასძინა, რომ სკოლა-სახელოსნოს ფუნქციონირება რამდენიმე წლის შემდეგ რეალურ, პოზიტიურ შედეგებს მოიტანს.

იყალთოს მრავალფუნქციური სკოლა-აკადემია ერთ სივრცეში გააერთიანებს სახელოსნოს, მუზეუმს, ბიბლიოთეკას, ინტერნეტკაფეს. სკოლა საშუალებას მისცემს ყველა მსურველს შეისწავლოს არა მარტო ქვევრის, არამედ ღვინის ჭურჭლისა და ძველი, ტრადიციული სასმისების დამზადების უძველესი მეთოდები. თიხის სახელოსნოს გარდა, სკოლაში გაიხსნება ქართული ფაიფურის, ქართული ემალისა და საოქრომჭედლო სახელოსნოები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება ხელობას დაეუფლოს.

სკოლა-სახელოსნო აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით. სახელოსნოში განთავსებულია თიხის გამოსაწვავი თანამედროვე სტანდარტების ღუმელი, თიხის წისქვილი, თიხის სარეცხი ცისტერნები, წნეხი და ვაკუუმპრესი. თანამედროვე ტექნოლოგიები და დანადგარები უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის და თანამედროვე სტანდარტების ქვევრისა და თიხისი ჭურჭლის წარმოებას.

სკოლა-სახელოსნოს გახსნის ღონისძიებაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია დარჩიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი აღნიშნული პროექტის აქტიური მხარდამჭერია.

,,პროექტის განხორციელებაში ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული და მოხარული ვარ, რომ სამუშაოები დასრულდა და დღეს იყალთოს სკოლა-აკადემია გაიხსნა. პროექტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით და მისი ღირებულება 5 მლნ ლარია. მას შემდეგ რაც სკოლა-სახელოსნო ფუნქციონირებას დაიწყებს, არაერთი მიმართულებით, მათ შორის ისტორიულ-კულტურული, საგანმანათლებლო და ტურისტული მიმართულებით მნიშვნელოვანი, პოზიტიური შედეგები ექნება“,-აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს კახეთის რეგიონის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გელა სამხარაულმა. აღინიშნა, რომ იყალთოს სკოლა-სახელოსნოს გახსნა უმნიშვნელოვანესია არა მარტო კახეთის რეგიონისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის.

,,ქვევრი და ქვევრის ღვინო საქართველოს სავიზიტო ბარათია, ჩვენი კულტურისა და ტრადიციის ნაწილია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ ტრადიციის ხელშეწყობა და განვითარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სკოლა-სახელოსნოს შექმნა“,- აღნიშნა კახეთის რეგიონის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

სკოლა-სახელოსნოს გახსნის საზეიმო ღონისძიებას სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, ღვინის ეროვნული სააგენტოს, დიპლომატიური კორპუსის, ასოციაცია ქართული ღვინის, ადგილობრივი თვითმმართველობის და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42