თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში გადაინაცვლა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:35, 23 Sep, 2016     1801
თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში გადაინაცვლა. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ღონისძიება ლონდონში ამ წუთებში მიმადინარეობს. ღონისძიებას თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე, ბანკის წარმომადგენლები და საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრებიან.

„ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში გადასვლა ჩვენი ბანკისთვის ნიშნავს განვითარების შეუზღუდავ შესაძლებლობას, ინვესტორთა ბაზის გაფართოებას და აქციების ლიკვიდურობის ზრდის პერსპექტივას, ხოლო ადგილობრივი ბაზრისათვის კიდევ უფრო სტაბილური, უმაღლესი სტანდარტებით მართული ბანკის სერვისების მიღებას,“- აღნიშნა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ.

თიბისი ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2014 წლიდან ივაჭრება. ამ ორი წლის განმავლობაში ბანკმა აჩვენა კორპორაციული მართვის საუკეთესო შედეგები და დაადასტურა, რომ არის უმაღლესი სტანდარტების მქონე კომპანია, რომელიც იმსახურებს ლონდონის საფონდო ბირჟის უმაღლეს სეგმენტში გადასვლას.

ამიერიდან თიბისი ბანკის აქციები ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ყველაზე მსხვილი და გავლენიანი ივესტორთა წრისათვის. ეს დიდი შესაძლებლობაა თიბისი ბანკისთვის რადგან, სულ მსოფლიოს მასშტაბით ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგემენტში მხოლოდ 12 ბანკია წარმოდგენილი, მათ შორის ისეთი უმსხვილესი ბანკები როგორებიცაა, Barclays, Lloyds, HSBC.

პრემიუმ ლისტინგში მოხვედრილი კომპანიები ყველაზე მკაცრი სტანდარტებით რეგულირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი კომპანია პასუხობს და მომავალშიც უპასუხებს გამჭვირვალეობისა და კორპორაციული მართვის უმკაცრეს მოთხოვნებს. შესაბამისად, თიბისი ბანკისთვის ეს არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო აწიოს თავისი საქმიანობის სტანდარტი და გაუზიაროს მომხმარებლებს მომსახურების მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკა.

„ქვეყნის მასშტაბით, ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში ყოფნა ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის გაზრდას და ასევე შექმნის საჭირო წინაპირობას საქართველოში მოქმედი ბიზნესების საერთაშორისო ასპარეზზე შესაღწევად,“ - აცხადებს თიბისი ბანკის დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.

უახლოეს მომავალში თიბისი ბანკი გეგმავს, გახდეს FTSE-250-ში შესვლის კანდიდატი, რითაც კიდევ უფრო გაიზრდება აქციებზე ხელმისაწვდომობა და შესაბამისად ეს იმოქმედებს აქციების ლიკვიდურობაზე.

თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში თიბისი ბანკის 50 მილიონამდე აქცია განათავსა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42