ბაჩო ახალაიას მეუღლე მოსამართლე გიორგი დარახველიძის აცილებას ითხოვს
საზოგადოება - 13:51, 08 May, 2013     1016


"ნიუპოსტი" ანი ნადარეიშვილის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

 

"მოსამართლე გიორგი დარახველიძე, რომელიც განიხილავს ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძის, ზურაბ შამათავას, მერაბ კიკაბიძის, ალექსანდრე გორგაძის და სხვების სისხლის სამართლის საქმეს გამოირჩევა ტენდენციურობით, რის გამოც ჩვენმა ადვოკატმა დავით დეკანოიძემ დააყენა შუამდგომლობა ამ მოსამართლის აცილებაზე. რათქმა უნდა, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი შუამდგომლობები ეს შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა!!! არადა, მისგან ნამდვილად არ ველოდები სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას.

 

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ წინა მოსამართლე, რომელსაც ამავე საქმეზე მიყავდა წინასასამრთლო სხდომები - ეკა არეშიძე (ეს ის მოსამართლეა, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ყველა ელოდებოდა, მათ შორის პროკურორებიც, რომ ბაჩოს გირაოთი გამოუშვებდა და უპრეცედენტო ზომები იქნა მიღებული, სანამ მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა: გადაიკეტა მთელი სასამართლო, ჩაშალეს ყველა დანარჩენი პროცესი, ეზოში შემოვიდა პოლიციელებით სავსე 3 ავტობუსი, სასამართლო გადაიჭედა პოლიციელებით და სპეცსამსახურების თანამშრომლებით) აღმოჩნდა ერთ-ერთი პროკურორის ბაჩიაშვილის ცოლის დაქალი.

 

აი ეს არის დღევანდელი სასამართლო, რომლის იმედი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ სხდომაზე პროკურატურის მოწმეები აღიარებენ, რომ მათ ბაჩომ არაფერი დაუშავა, რომ მათ ძალით დააწერინეს ჩვენებები, რომ მათ კონტრდაზვერვის თანამშრომლები კითხავდნენ, რომ მათ ჩვენებები დაუწერეს სამხდრო პოლიციაში, რომ მოწმის ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, რომ ჩვენებების უმეტესი ნაწილი გაყალბებულია, რომ რამოდენიმე მოწმემ შეცვალა ჩვენება, რომ ზოგი მოწმე სპეცსამსახურების აგენტია, რომ სუტენიორების და რამოდენიმეჯერ ნასამართლევი პირების ჩვენებებზეა აგებული სისხლის სამართლის საქმე, რომ ქურდები აძლევენ ყოფილი ძალოვანი მინისტრის წინააღმდეგ ჩვენებას, რომელიც თავისივე სიცოცხლის ფასად დაუპირისპირდა ქურდულ სამყაროს და წელში გატეხა ისინი, რომ სასამართლომ მოიპოვა რეინჯერების კურსის ვიდეო მასალა და თურმე ჯარისკაცების ვარჯიში წამება არ ყოფილა, რომ.. რომ.. და უამრავი რომ...

 

არ მჯერა, რომ დღევანდელი სასამართლო დამოუკიდებელია და ის გამოიტანს სამართლიან განაჩენს, თუ არადა დღემდე აქამდე არ უნდა მოვსულიყავით და საქმე დიდი ხნის წინ უნდა შეწყვეტილიყო, ან მინიმუმ გირაოთი მაინც უნდა გამოეშვათ ბაჩო". 

"ვინაიდან ბაჩო დღეს უკანონო პატიმარია, ამისთვის ყველა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს დაისჯება კანონის ძალით, ყველა: შინაური თუ გარეული"!!! - წერს ანი ნადარეიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42