23 სექტემბერის ანონსი
ანონსი - 21:10, 22 Sep, 2016     1021

10:00 საათზე - სასტუმრო“ჰოლიდეი ინში“ გაიმართება მრგვალი მაგიდა „საქონლის ხორცის მიკვლევადობის მენეჯმენტი“. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი კავკასიაში,მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერა,საერთაშორისო ექსპერტები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ბიზნესოპერატორები დაესწრებიან.

10:15 საათზე - თბილისის „ჰუალინგი თბილისის ზღვის ახალი ქალაქი" სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისის" საკონფერენციო დარბაზში, კონფერენცია „ინკლუზიური განათლება“ გაიმართება, რომელსაც განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გახსნის.

10:15 სათზე – ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, „კვირას“ პრეს–კლუბში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.

თემა: კითხვები „პაპუაშვილის საქმის“ განმხილველ მოსამართლე დიანა ფარქოსაძის ქონებრივ დეკლარაციასთან, ოჯახის მხრიდან შეძენილი ბინის წარმომავლობა და სავარაუდო გარიგებები.

მისამართი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქ. 14ბ, I სადარბაზო, მე-2 სართული, I ოფისი

საკონტაქტო ინფორმაცია: გიორგი ზოიძე, 599 291202

10:30 საათზე - “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: საგზაო შემთხვევების სტატისტიკა და პოლიტიკური პარტიების პროგრამა, სადაც არსად არსად ჩანს გეგმა საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:00 საათზე - ”საქართველოს რკინიგზა" და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი თანამშრომლობის კომუნიკეს გააფორმებენ.

მის.: ბაგები, ჭავჭავაძის გამზ. # 82 (სამხარაულის სახ. ექსპერტიზის ბიუროს ასახვევი)

11:00 საათზე - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ეუთო-სსაპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დელეგაციას შეხვდება.

11:00 საათზე - მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდება, რომელსაც ხელს მოაწერენ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჭელიძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბეზარაშვილი.

11:00 საათზე - "პირველის პრესკლუბში" საარჩევნო ბლოკ "თოფაძე-მრეწველები - ჩვენი სამშობლო“-ს ლიდერი გოგი თოფაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: მიმდინარე საკითხები, ყოფილი პრემიერის განცხადებები; ივანიშვილისა და უსუფაშვილის ურთიერთბრალდებები; საარჩევნო საკითხები.

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:00 საათზე - სამგორის მე-12 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ირაკლი შიხიაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მაჟორიტარი კანდიდატების გამოწვევა დებატებში.

მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:00 საათზე - მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი; პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი; უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი ლევან ბოძაშვილი; თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორის მოადგილე გიორგი ბესტავაშვილი; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენელი ნატა გოდერძიშვილი; ევროკავშირის დაძმობილების პროექტის მუდმივი რეზიდენტი მრჩეველი ივარ ტალო და სხვა.

თემა: „კიბერ სივრცე - სამართლებრივი გამოწვევები და პერსპექტივები“.

მის: მ. ალექსიძის N8

საკონტაქტო პირი ნანუკა კობახიძე - 591 90 04 04

11:30 საათზე -ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში თინა ბოკუჩავას პრესკონფერენცია გაიმართება

11:30 საათზე - "პირველის პრესკლუბში" "ნინო ბუჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის" მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა ბარამიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ივანიშვილის განცხადებები, საარჩევნო და მიმდინარე პროცესები.

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00 საათზე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში კახეთის მაჟორიტარი დეპუტატების პრესკონფერენცია გაიმართება

12:00 საათზე - საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. ანგარიშს ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია გააცნობს. საარჩევნო ადმინისტრაციის შუალედური ანგარიში პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დღიდან, მიმდინარე წლის 8 ივნისიდან 8 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობებს ასახავს.

მის.: დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ.

ცენტრალური საარჩევნო კომისია

12:00 საათზე - ბაბუშერას ტრაგედიის დროს გადარჩენილ ვეტერანებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სასამხურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნოკოლოზ კვეზერელი შეხვდება.

მის: გორგასლის 89, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ოფისი

საკონტაქტო პირი: თეა ბოგვერაძე 595 53 00 21

12:00 საათზე - ქუთაისში, სასტუმროში „ბაგრატი 1003“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მართლმსაჯულების პრობლემურ საკითხებზე მრგვალ მაგიდას გამართავს, რომელსაც ადვოკატები და მოსამართლეები დაესწრებიან.

მის: ქუთაისი, წერეთლის II ჩიხი, 2ა

12:00 საათზე - სასტუმრო ,,ქორთიართ მარიოტში“ ქალთა საინფორმაციო ცენტრი გამართავს პოდიუმ დისკუსიას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიის პროპორციული სიის ათეულში შემავალი კანდიდატი ქალები.

12.30 საათზე - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ავიაკომპანია „ვიზეარის“ მიერ შვიდი ახალი ავიამიმართულების დანიშვნასთან დაკავშირებით გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელი ქეთევან ალექსიძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და „ვიზეარის“ კომერციული დირექტორი ოვეინ ჯონსი გამართავენ.

პრესკონფერენციის დასრულებისთანავე მედიის წარმომადგენლებს მიეცემათ შესაძლებლობა გადაიღონ „ვიზეარის“ ბერლინის ახალი რეისის ჩამოფრენის კადრები.

14.30 საათზე - საბალეტო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ოპერისა და ბალეტის თეატრის ცისფერ დარბაზში პრესკონფერენცია მოეწყობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, დამდგმელი ქორეოგრაფი ალექსეი ფადეეჩევი და საბალეტო დასის სოლისტები და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ლომიძე.

საკონტაქტო პირი თამარ მოდებაძე - 577 140008

17:30 საათზე - "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერები, თბილისის მეტროს სხვადასხვა სადგურებში მოქალაქეებს შეხვდებიან და მათ საარჩევნო პროგრამას გააცნობენ.

მეტრო პოლიტექნიკური, სპორტის სასახლესთან (სუპერმარკეტ სპარის წინ)

საკონტაქტო ტელ: 551662525

18:00 საათზე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, ირანის კულტურის დღეების ფარგლებში, ქართველი ფოტოხელოვანის ნათელა გრიგალაშვილის ფოტონამუშევრების გამოფენა გაიხსნება, სახელწოდებით „სხვა ირანი“.

მის.: ლადო გუდიაშვილის ქ. #1

18:30 საათზე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობასთან, შპს “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს” მუშების და რკინიგზის ახალი პროფკავშირების ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართება.

20:00 საათზე - დასასვენებელ პარკ „მზიურში“ კოტე მახარაძის 90-წლის იუბილის ფარგლებში ნაჩვენები იქნება სპექტაკლი - ბაგრატიონები, რომელიც თავად კოტე მახარაძეც მონაწილეობდა.

21:00 საათზე- აეროპორტის ტერმინალის შენობაში „ტავ ჯორჯია“ მიღებას გამართავს, ხოლო 21:45 საათზე, ურუმჩი-პეკინი-თბილისის საჰაერო ხაზის პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება.

21:00 საათზე - ვაკის პარკში ვაკის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატის, ზურაბ შარიას მხარდამჭერი კონცერტი გაიმართება

მისამართი : ვაკის პარკი

საკონტაქტო პირი : 577217544 ეკა მაჭავარიანი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42