პოლიციის კაპიტანმა ზურაბ ლუხოშვილმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა
შენი რეპორტაჟი - 19:24, 22 Sep, 2016     6666

რეკორდის მოსახსნელად სპორტსმენს, 80 ფუნტი (36.3 კგ) წონის ზურგჩანთით წუთში სულ მცირე 43–ზე მეტი ჩაჯდომა უნდა შეესრულებინა. მოქმედი რეკორდი – 42 ჩაჯდომა, იტალიის მოქალაქე სილვიო საბას ეკუთვნოდა, მისი წინამორბედი კი ბრიტანელი პედი დოილი იყო, 40 ერთეულით. ზურაბ ლუხოშვილს მიზნის მიღწევა არ გასჭირვებია: მან 60 წამის განმავლობაში 63 ჩაჯდომის გაკეთება მოასწრო და გინესის მსოფლიო რეკორდების ნორმატივს 20 ერთეულით გადააჭარბა. შედეგი ადგილზე დააფიქსირეს საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯებმა.

– “რეკორდის მოხსნა ჩემთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა, თუმცა ამ შედეგის მისაღწევად დაახლოებით ექვსთვიანი მომზადება დამჭირდა. ვარჯიშს ვაგრძელებ და იმედი მაქვს, მომავალში ახალი რეკორდების დამყარებასაც შევძლებ. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს კუდოს ფედერაციას და მის ხელმძღვანელებს – ბატონ ალექსი ფილფანს და დავით ხახუტაშვილს” – განაცხადა რეკორდსმენმა.

– “ზურაბ ლუხოშვილის წარმატებაში დარწმუნებული ვიყავი, თუმცა ასეთ მაღალ შედეგს არ ველოდი: თითოეულ ჩაჯდომას ერთ წამზე ნაკლებ დროში ასრულებდა და შესვენება საერთოდ არ გამოუყენებია. თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდი სპორტულ კლუბ “ფიტნეს 31–ს” და საბრძოლო ხელოვნება კუდოს ეროვნულ ფედერაციას” – განაცხადა რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა – დავით ბეგიაშვილმა.

ზურაბ ლუხოშვილი 1983 წლის 3 სექტემბერს, ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფეში დაიბადა. 2004 წელს დაამთავრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი სამხედრო მომზადებისა და ფიზ–აღზრდის ფაკულტეტი. 2009 წლიდან მუშაობს საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში, ჯგუფის უფროსის პოზიციაზე. წარსულში სპორტით პროფესიონალურ დონეზე დაკავებული არ ყოფილა. მისთვის ეს სარეკორდო ასპარეზობა პირველია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42