ამის შესახებ ასადმა სააგენტო Associated Press-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით. სირიელი სამხედროების პოზიციებზე ავიადარტყმები დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
“თქვენ არ უშვებთ შეცდომას ერთი საათის განმავლობაში” - განაცხადა ასადმა.
მისივე თქმით, “ისლამური სახელმწიფს” მებრძოლებმა წინასწარ იცოდნენ დაგეგმილი საჰაერო იერიშების შესახებ, რადგან ავიადარტყმების შემდეგ დაიკავეს კოალიციის მიერ დაბომბილი პოზიციები.
17 ოქტომბერს რუსეთმა საერთაშორისო კოალიცია სირიის არმიის პოზიციები დაბომბვაში დაადანაშაულა, რასაც 60 ჯარისკაცი ემსხვერპლა.
აღნიშნული ბრალდების საპასუხოდ, აშშ-მა განაცხადა, რომ ავიადარტყმების მიტანა ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე იგეგმებოდა.
საჰაერო ოპერაციაში მონაწილეობა დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ და ავსტრალიამაც დაადასტურა.
მასალის გამოყენების პირობები






