როგოც გამოცემა Telegraph წერს, TMZ-მ მოიპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსახიობმა შვილებს დედის - ანჯელინა ჯოლის წინაშე ლოს-ანჯელესში გადაფრენისას სცემა.
წყვილი შვილებთან ერთად კერძო თვითმფრინავით მიფრინავდა. ერთ-ერთ შვილებთან კამათისას მწობრიდან გამოსულმა ბრედმა მათ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი გაარტყა. უცნობია, რომელ ბავშვებს შეეხო მსახიობი ფიზიკურად.
გამოცემის თანახმად, განქორწინების შესახებ განცხადება, ანჯელინამ ამ ინციდენტის შემდეგ შეიტანა.
შეგახსენებთ, ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის 12 წლიანი ოჯახის დანგრევის ერთ-ერთ ვერსიად თავიდანმე ბავშვები დასახელდა. კერძოდ ბავშვების აღზრდაში ბრედის მეთოდები. გამოცემის თანახმად, ანჯელინას შვილებზე ყოველგვარი უფლება სურს თუმცა სასამართლოსგან ითხოვს, მისი 6 შვილის მამას ბავშვებთან ვიზიტები დაუნიშნოს.
მეორე ვერსიით, "ბრანჯელინას" დასასრულის მიზეზი ფრანგი მსახიობის მარიონ კოტიარის და ბრედ პიტის რომანი გახდა. უცხოური მედია წერს, რომ ბრედ პიტისა და ანჯელინას რომანის მსგავსად, მარიონთან სასიყვარულო ურთიერთობა გადასაღებ მოედანზე დაიწყო, შეგახსენებთ, კოტიარი და პიტი ერთად თამაშობენ ფილმში „მოკავშირეები“, რომლის თრეილერიც უკვე გამოჩნდა ეკრანებზე. კოტიარი ბრალდებას გუშინ გამოეხმაურა და პიტთან ყოველგავრი კავშირი უარყო. მისი თქმით, ძალიან დიდი აპტივს სცემს წყვილს. მარიონის თქმითვე, მის ცხოვრებაში ერთადერთ მამაკაცი მისი შვილის მამა, მსახიობი გიიომ კანეა, რომლისგანაც მეორე შვილს ელოდება.
გამოცემა Mirror-მა ერთი კვირის წინ გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც ბედნიერი წყვილი და მათი გოგონა შაილოა ასახული ასახული. ანჯელინა და ბრედი ერთმანეთს ეხუტებიან და შესაძლო განქორწინების აშკარად არაფერი ეტყობათ.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრდ პიტმა ანჯელინას გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა და დოკუმენტაციის შევსების დღეს გაიგო.
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რომანი 2005 წელს, ფილმ "მისტერ და მისის სმიტების" გადაღებაზე დაიწყო, რომელშიც მსახიობები მთავარ როლებს ასრულებდნენ.
წყვილს 6 შვილი ჰყავს. აქედან სამი ნაშვილებია. ბრედმა ანჯელინას 3 ნაშვილები ბავშვი მედოქს ჩივანი (05.08.01წ.), პაქს ტიენი (29.11.03წ.), ზაჰარა მარლი (08.01.05წ.) იშვილა.
თანაცხოვრების პერიოდში კი მათ სამი შვილი გაუჩნდათ შაილო ნუველი (27.05.06წ), ტყუპები –ნოქს ლეონი და ვივიენ მარშელინი (12.07.08წ.)
ანჯელინა და ბრედმა 2014 წელს იქორწინეს.
მასალის გამოყენების პირობები






