ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, პროექტის „ლურჯი ფრინველის“ ფარგლებში შშმ პირებისთვის ავტომობილის მართვის თეორიული სწავლების ინფრასტრუქტურა შეიქმნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:50, 22 Sep, 2016     1606
სს ლიბერთი ბანკი საერთაშორისო ფონდის ‘ფენიქს-ლზ’-ის მიერ შემუშავებული პროექტის „ლურჯი ფრინველი“ პარტნიორი გახდა.

პროექტი ითვალისწინებს, შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე პირთათვის ავტომობილის დამოუკიდებლად მართვის შესასწავლი ცენტრის შექმნას, რაც მსურველებს საშუალებას მისცემს, მაღალკვალიფიციურ პედაგოგებთან გაიარონ თეორიული და პრაქტიკული სწავლება სათანადოდ ადაპტირებული მანქანებით, ჩააბარონ გამოცდები შინაგან საქმეთა სამინისტროში და მიიღონ მართვის მოწმობა. აღნიშნული, ხელს შეუწყობს შშმ პირების დასაქმებას, ფსიქოლოგიური ბარიერის მოხსნასა და საზოგადოებასთან ინტეგრირებას.

ლიბერთი ბანკმა პროექტი კომპიუტერული ტექნიკით და პროგრამული მხარდაჭერით უზრუნველჰყო, რითაც შეიქმნა ავტომობილის მართვის თეორიული სწავლების ინფრასტრუქტურა.

პროექტის ფარგლებში სპეციალურად შერჩეულია სურდოთარჯიმანი, რომელიც მომსახურებას გაუწევს შესაბამის ბენეფიციარებს, როგორც ავტო სკოლაში, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროში შესაბამისი გამოცდების ჩაბარების პერიოდში.

მართვის მოწმობის აღების შემდეგ, შშმ პირებს შესაძლებლობა ექნებათ მიმართონ ფონდს ‘ფენიქს-ლზ’-ის ქარხნული წესით დამზადებული და ადაპტირებული, ნებისმიერი მარკის ავტომობილის შეკვეთაზე.

წლის განმავლობაში, პროექტი მომსახურებას დაახლოებით 2,000-მდე შშმ პირს გაუწევს.

„ლიბერთი ბანკი მიესალმება და მხარს უჭერს ამ შესანიშნავ პროექტს. მოხარული ვარ, რომ შევძელით ამ პროექტში ჩართვა, რის ფარგლებშიც შეიქმნა შშმ პირებისთვის ავტომობილის მართვის თეორიული სწავლების ინფრასტრუქტურა. მინდა წარმატება ვუსურვო პროექტის ყველა მონაწილეს.“ - აღნიშნა არმენ მატევოსიანმა, ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.

„პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით დასაქმდება 280 ადამიანი, მათ შორის შშმ პირები. მინდა მადლობა გადავუხადო ლიბერთი ბანკს პროექტის ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფით მხარდაჭერისთვის და სამომავლო პარტნიორობისთვის“ - აღნიშნა პროექტის მენეჯერმა, მიხეილ მაღლაკელიძემ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42