"ბიბისის" ცნობით, ამის შესახებ სირიის საკითხებში გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დე მისტურამ განაცხადა.
“სატვირთო მანქანების გადაადგილება სიფრთხილით მოხდება” - განაცხადა დიპლომატმა.
შეგახსენებთ, სირიაში, ალეპოს მახლობლად ჰუმანიტარულ დახმარებით დატვირთული ავტოკოლონა დაბომბეს, რომელიც ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რაიონში მიემართებოდა.
ჰუმანიტარული ავტოკოლონა გაეროსა და "წითელი ნახევარმთვარის" სირიული განყოფილების მიერ იყო ორგანიზებული, გაერო-ს წარმომადგენლის ინფორმაციით, 31 სატვირთო მანქანიდან დაზიანებულია 18 მანქანა.
თეთრი სახლის განცხადებით კი, სირიის ქალაქ ალეპოსთან "წითელი ჯვრის" ჰუმანიტარულ ავტოკოლონაზე ავიაიერიშის დროს ჰაერში სუ-24 ტიპის ორი რუსული გამანადგურებელი დაფრინავდა.
როგორც გაერო-ს ჰუმანიტარული ოპერაციების ხელმძღვანელმა სტივენ ობრაიენმა განაცხადა, თუ დადასტურდა, რომ ავიადარტყმა ჰუმანიტარული მისიის თანამშრომლების წინაააღმდეგ მიზანმიმართულად განხორციელდა, ეს სამხედრო დანაშაულის ტოლფასი იქნება.
შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ 12 სექტემბერს ამოქმედებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას წყვეტს, რასაც ალეპოს რამდენიმე რაიონის დაბომბვა მოჰყვა.
ასადმა სამშვიდობო შეთანხების ჩაშლის შესახებ მას შემდეგ განაცხადეს, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ სირიის ჯარზე დარტყმები განახორციელა.
როგორც ვაშინგტონმა განაცხადა, ავიაერიშები „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებისკენ იყო მიმართული და არა სირიის სამთავრობო არმიაზე. მოგვიანებით ოპერაციაში მონაწილეობა დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ და ავსტრალიამ აღიარეს
მასალის გამოყენების პირობები






