მარინ კოტიარი "ბრანჯელინას" განქორწინებაზე პირველ კომენტარს აკეთებს და ორსულობას ადასტურებს
ეს საინტერესოა - 09:52, 22 Sep, 2016     26105
ფრანგი ოსკაროსანი მსახიობი მარიონ კოტიარი მის მიმართ გაჟღერებულ ჭორებს ეხმაურება, ბრედ პიტთან რომანსა და საუკუნის განქორწინებასთან კავშირს უარყოფს. ამის შესახებ მარიონმა ინსტაგრამზე დაწერა და მეორე შვილზე ორსულობაც დაადასტურა.

„ეს იქნება ჩემი პირველი და ერთადერთი რეაქცია იმ ქარიშხალზე, რომელიც 24 საათის წინ აგორდა და მასში მეც გავეხვიე.

პირველ რიგში, რამდენიმე წლის წინ მე შევხვდი ჩემი ცხოვრების მამაკაცს, ჩვენი შვილის მამას და მეორე ბავშვსაც ველოდებით. ის არის ჩემი სიყვარული, ჩემი საუკეთესო მეგობარი და ერადერთი ვინც მჭირდება.

მეორე, მათ ვინც მე დამანგრეველი მიწოდა, მადლობას ვუხდი და ყველა მედია საშუალებას, მათ ვინც განსჯა დაიწო, გულწრფელად ვუსურვებ გამოჯანმრთელებას.

და ბოლოს, ძალიან მინდა, ანჯელინა და ბრედმა, რომლებსაც დიდ პატივს ვცემს, იპოვონ სიმშვიდე ამ ძალიან ხმაურიან დროს. სიყვარულით, მარიონი" - წერს მსახიობი.

მარიონ კოტიარი და მისი მსახიობი პარტნიორი გიიომ კანე 5 წელია ერთდაც ცხოვრობენ. მათ ერთი საერთო შვილი ჰყავთ და მარსელში ცხოვრობენ.

შეგახსენებთ,ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის 12 წლიანი ოჯახის დანგრევის ერთ-ერთ ვერსიად სწორედ მარიონ კოტიარის და ბრედ პიტის რომანი განიხილება. უცხოური მედია წერს, რომ ბრედ პიტისა და ანჯელინას რომანის მსგავსად, მარიონთან სასიყვარულო ურთიერთობა გადასაღებ მოედანზე დაიწყო, შეგახსენებთ, კოტიარი და პიტი ერთად თამაშობენ ფილმში „მოკავშირეები“, რომლის თრეილერიც უკვე გამოჩნდა ეკრანებზე.

მეორე ვერსიით კი კონფლიქტის მიზეზი ბავშვები , კერძოდ ბავშვების აღზრდაში ბრედის მეთოდები გახდა. გამოცემის თანახმად, ანჯელინას შვილებზე ყოველგვარი უფლება სურს თუმცა სასამართლოსგან ითხოვს, მისი 6 შვილის მამას ბავშვებთან ვიზიტები დაუნიშნოს.

გამოცემა Mirror-მა ერთი კვირის წინ გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც ბედნიერი წყვილი და მათი გოგონა შაილოა ასახული ასახული. ანჯელინა და ბრედი ერთმანეთს ეხუტებიან და შესაძლო განქორწინების აშკარად არაფერი ეტყობათ.

გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრდ პიტმა ანჯელინას გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა და დოკუმენტაციის შევსების დღეს გაიგო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42