დიმიტრი ქუმსიშვილმა EBRD-ის კონფერენციაზე მოხსენება გააკეთა
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:37, 21 Sep, 2016     1549
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოხსენება გააკეთა კონფერენციაზე, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ორგანიზებით ჩატარდა და მას მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ. კონფერენცია საქართველოს ტექნოპარკის შენობაში გაიმართა.

კონფერენციის მიზანი იყო მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებისთვის ევრობანკის და ევროპის კავშირის ახალი, ერთობლივი დაფინანსების მექანიზმის გაცნობა, რომელიც დაინერგა „საქართველოს ბანკის“ მიერ საკრედიტო ხაზების საშუალებით და რომლის მიზანია მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კონტექსტში.

თავის მოხსენებაში პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია DCFTA-ის ეფექტიანი იმპლემენტაცია, რათა ამ კუთხით მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ. მისი განცხადებით, იმ ქართულ კომპანიებს, რომელთაც აქვთ ექსპორტის განხორციელების, ან იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი, შეუძლიათ აღნიშნული საფინანსო ინსტრუმენტის გამოყენება. „ეს ხელს შეუწყობს ჩვენი საექსპორტო შესაძლებლობების განვითარებას და ევროპასთან დაახლოებას“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კონფერენციაზე აღინიშნა, რომ ევრობანკმა „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყების შედეგად, აღნიშნულ საფინანსო ორგანიზაციას გამოუყო 50 მილიონი დოლარის ეკვივალენტი ლარი. პროგრამის ფარგლებში ადგილობრივ დაინტერესებულ კომპანიებს მიეცემათ საშუალება ეროვნულ ვალუტაში აიღონ გრძელვადიანი (5 წლიანი) სესხი „საქართველოს ბანკისგან“ 2 წლიანი საშეღავათო პერიოდით. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი კომპანიების წახალისების მიზნით, გაცემულ სესხზე დამატებით ევროკავშირი უზრუნველყოფს კომპანიისთვის დაახლოებით 15%-მდე ფულის დაბრუნებას გრანტის სახით, რაც მნიშვნელოვანი წამახალისებელი ფაქტორია ადგილობრივი კომპანიებისთვის. გარდა ამისა, მსესხებელი კომპანია ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე მიიღებს რეკომენდაციებს საერთაშორისო კონსულტანტის მხრიდან, კომპანიის განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

იგეგმება EBRD-ის თანამშრომლობა სხვა ადგილობრივ ბანკებთანაც, რათა კერძო სექტორმა განახორციელოს დამატებითი ინვესტიციები პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებისა და მომსახურების მოდერნიზაციის კუთხით ევროკავშირის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.

აღინიშნა, რომ საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის ეს საკმაოდ მიმზიდველი ფინანსური პაკეტია შემდეგი ფაქტორების გამო: მცირე და საშუალო ზომის ბიზნესისთვის კრედიტები ადგილობრივ ვალუტაში გახდება ხელმისაწვდომი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი საწარმოებისთვის; კრედიტების ვადიანობა ხუთ წლამდე პერიოდზეა გათვლილი, საიდანაც ორი წელი შეღავათიანია; მასტიმულირებელი ფაქტორის სახით, მცირე და საშუალო ზომის საწარმოები შეძლებენ 15 პროცენტის დაბრუნებას ფულად გამოხატულებაში; ამ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის უფასო იქნება ტექნიკური მხარდაჭერა საერთაშორისო ექსპერტების საკონსულტაციო მომსახურების სახით; პაკეტი მოიცავს მხარდაჭერას ახალ ტექნოლოგიებსა და აპარატურა-დანადგარებში კაპიტალდაბანდების განსახორციელებლად.

კონფერენციის მონაწილეების წინაშე ასევე მოხსენება გააკეთეს EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42