აგრარული მიმართულებით ჩინეთ-საქართველოს შორის თანამშრომლობა ღრმავდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:49, 21 Sep, 2016     1339

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრებმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნინსიას რეგიონის დედაქალაქ ინჩუანში, „ჰელანის მთის აღმოსავლეთ ფერდობის ღვინის მეხუთე საერთაშორისო გამოფენისა“ და „ჩინეთის ახალგაზრდა სომელიეთა” კონკურსის ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.

გამოფენის გახსნაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და აგრარული მიმართულებით საქართველო-ჩინეთის ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა. იური ნოზაძემ გამოსვლაში ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდ ტენდენციას გაუსვა ხაზი.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრები რეგიონის მთავრობისა და მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ, ასევე, მოინახულეს სამრეწველო ვენახების ფართობები, ღვინის შატოები, დაათვალიერეს ფერმერული მეურნეობები, ნინსიას მეტყევეობის ინსტიტუტის ბიოტექნოლოგიის თანამედროვე ლაბორატორიები, გოჯი ბერისა და საქართველოდან ინტროდუცირებული ქართული ვაზის ჯიშების სადემონსტრაციო ნაკვეთები. აღნიშნული ინსტიტუტი და სოფლის მეურენობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრი ორ წელზე მეტია სამეცნიერო მიმართულლებით თანამშრომლობენ.

ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნინსიას რეგიონის მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო ფედერაციასა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ჩინეთში ქართული ვაზის ღვინის მუზეუმისა და ქართული ვაზის ჯიშების სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას, ასევე, ახალგაზრდა სპეციალისტების ტრეინინგებს, საერთაშორისო კონფერენციებს, ტექნოლოგიების გაზიარებასა და სხვა მიზნობრივ აქტივობებს ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42