ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის წლის განქორწინების შესახებ მედიაში ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში კინოსტუდია Paramount Pictures-მა, , ფილმ „მოკავშირეების“ თრეილერი გაავრცელა, სადაც მთავარ როლს ბრედ პიტი და მარიონ კოტიარი ასრულებენ.
ფილმს პიტისა და ჯოლის განქორწინებამდეც წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ფაქტია, რომ ამ მოვლენამ ფილმის მოლოდინი და პოპულარობა მნიშვნელოვნად გაზარდა, ერთ-ერთი ვერსიით სწორედ მარიონ კოტიარი გახდა ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის 12 წლიანი ოჯახის დანგრევის მიზეზი.
ფილმში მოქმედება 1942 წელს ვითარდება, დაზვერვის აგენტი მაქს ბატანი ერთ-ერთი მისიის შესრულების დროს მომხიბვლელ ფრანგ ქალს მარიან ბოსეჟურს გაიცნობს. მათ შორის ბობოქარი რომანი გაჩაღდება, რომელსაც ქორწილი და შვილიც მოჰყვება. რამდნეიმე ხნის შემდეგ ჩრდილოეთ აფრიკაში ახალი მისიის შესრულების დროს მაქს ბატანს შეატყობინებენ , რომ მისი ცოლი- ნაცისტების ჯაშუშია.
მასალის გამოყენების პირობები






