დიმიტრი ქუმსიშვილმა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამით დაარსებული კიდევ ერთი საწარმო დაათვალიერა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:49, 21 Sep, 2016     1090
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამით დაარსებული კიდევ ერთი საწარმო დაათვალიერა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ჯართისა და ალუმინის ნახევარფაბრიკატების დამამზადებელი საწარმო „ლეგომეტალი“ 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული და ძირითად სამიზნე ბაზრებს წარმოადგენს ევროკავშირის ქვეყნები და იაპონია. კომპანია უკვე საკუთარი ნაწარმით მსოფლიოს ცნობილ ბრენდს, ავტომობილების მწარმოებელ კომპანიას “ტოიოტა“ ამარაგებს.

პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გაწეულ სამუშაოებს გაეცნო და კომპანიის ხელმძღვანელობისგან სამომავლო გეგმები მოისმინა. პროექტის ფარგლებში, კომპანიამ შექმნა ახალი, მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც შეისყიდის ადგილობრივ ბაზარზე ფერადი ლითონის ჯართს, ალუმინის ჯართის სახით და საწარმოო პროცესის შედეგად, ბაზარს აწვდის მაღალხარისხიან პროდუქტს, ალუმინის ზოდების ან დე-ოქსიდანტის სახით. საწარმო, სადაც ამჟამად 40 ადამიანია დასაქმებული, სამომავლოდ სპილენძისა და ლატუნის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნასაც გეგმავს.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საწარმოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამასთან თანამშრომლობის შედეგად, მიღებული იქნა სწორედ ის შედეგი, რისთვისაც იგი შეიქმნა. „ერთი წლის წინ ამ ადგილას იყო მდელო, ახლა კი 2000 კვ.მ.-ზე მდებარეობს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო, რომელიც ქმნის დამატებულ ღირებულებას და ადამიანებს ასაქმებს,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, საწარმოს გეგმებშია ახალი საწარმოო ხაზის გახსნა და არა ნახევარფაბრიკატის, არამედ საბოლოო პროდუქციის გამოშვება.

შპს „ლეგომეტალი“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანია პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1,480,000 აშშ დოლარს შეადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42